19 ივნისი, 2018
მშენებლობის მაგნატმა 17 წლის ქალიშვილი გაათხოვა - 30 მილიონიანი ქორწილი, რომელმაც საფეხბურთო ციებ-ცხელებაც კი გადაფარა
მაშინ როცა მთელი მსოფლიოს და განსაკუთრებით, რუსეთის ყურადღება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისკენაა მიპყრობილი, გოლფ-კლუბ Agalarov Estate-ში მშენებლობის მაგნატმა ალექსანდრე ჩიგირინსკიმ 17 წლის ქალიშვილის ქორწილი გრანდიოზულად აღნიშნა.

(იხილეთ ვიდეო)


ალექსანდრე ჩიგირინსკის ქალიშვილი არეხანგელსკის ყოფილი გუბერნატორის, ყოფილი მოადგილის ალექსანდრე მირელის ვაჟზე - მორისზე დაქორწინდა.

ირინას ქორწილში ლიბანელი დიზაინერის, ზუჰაირ მურადის კაბა ეცვა, საქორწინო კაბა ძვირფასი თვლებით იყო გაწყობილი, რომლის ღირებულებაც 14 მილიონი რუსული რუბლი იყო, ჯამში მილიონერის ნებიერა ქალიშვილის ქორწილი 30 მილიონი რუსული რუბლი დაჯდა.



ქორწილი პრესისთვის დახურული
იყო, თუმცა, ჟურნალისტებს რას გამოაპარებ?

ჩიგირინსკების ოჯახის, ტრადიციისამებრ, ქორწილის წამყვანები მაქსიმ გალკინი და ნიკოლაი ბასკოვი იყვნენ. სცენაზე გამოვიდნენ ანი ლორაკი, ჯგუფი ლენინგრადი, ვალერი მელაძე, გრეგორი ლეპსი და ოლეგ გაზმანოვი.



გრანდიოზულ ქორწილში ქართველებიც მოხვდნენ, ქართველებიდან ჩიგირინსკის ქორწილის სტუმრები იყვნენ მირანდა მირიანაშვილი, მოსკოვის ექს-ვიცე მერის სოსო ორჯონიკიძის ოჯახი და სხვები.



ბეჭდვა