17 მაისი, 2018
ცნობილი გახდა მელანია ტრამპის ოპერაციის დეტალები
აშშ-ს პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თირკმლის ოპერაცია გადაიტანა.

„მისის ტრამპმა კეთილთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ თირკმლის ემბოლიზაციის პროცედურა ჩაიტარა. პროცედურამ გართულებების გარეშე, წარმატებით ჩაიარა“, - აცხადებს სტეფანი გრიშენი.

ოპერაცია უოლტერ რიდის სახელობის ეროვნული სამხედრო-სამედიცინო ცენტრის ქირურგების მიერ ჩატარდა - აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლე ცენტრში ერთ კვირას დაჰყოფს.

„უოლტერ რიდის სახელობის სამედიცინო ცენტრს აშშ-ს უმშვენიერესი პირველი ლედის, მელანიას მოსანახულებლად ვეწვიე. პროცედურა წარმატებით დასრულდა, ის კარგ განწყობაზეა. მადლობა ყველა კეთილისმსურველს“, - წერს Twitter -ზე აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

Rating
ანა გარელი

ბეჭდვა