03 სექტემბერი, 2016
ჯინსების თაობაზე ფილმის გადაღება დაწყებულია -მთავარ როლს ქართველი „ალენ დელონი“ თამაშობს - ნახეთ, პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან
1983 წელს რვა ახალგაზრდამ საბჭოთა კავშირიდან გაქცევა დაგეგმა. მათი გეგმა არ იყო იდეალური, ბევრი რამ გათვლილი არ ჰქონდათ. ალბათ ამიტომაც შეეწირა მათ სურვილს რამდენიმე ადამიანი... 

რვა ახალგაზრდა, როგორც საქორწინო მაყრიონი, თვითმფრინავში ავიდნენ და გაიტაცეს.  

მათ სისტემიდან გაქცევა არ გამოუვიდათ... ქართული ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა გამტაცებელთა სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით ხელწერილები შეაგროვა, თუმცა მათ მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა გამოიყენეს.… მოგვიანებით მათ თაობას ჯინსების თაობა შეარქვეს.

რამდენიმე წლის წინ ამ ტრაგიკულ ამბავზე ფილმის გა
დაღება ორმა რეჟისორმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ და რეზო გიგინეიშვილმა, გადაწყვიტა.

ნიკოლოზ ხომასურიძემ ჯერჯერობით იდეის განხორციელება ვერ შეძლო. რეზო გიგინეიშვილი უკვე მუშაობს ფილმზე. 

ფილმში გეგა კობახიძის როლს ირაკლი კვირიკაძე ასრულებს, მის მეუღლეს კი თინა დალაქიშვილი თამაშობს.

ირაკლი ნინო ქორიძის და დათუნა კვირიკაძის შვილია, რომელსაც ქართველ „ალენ დელონს“ უწოდებენ.

თინა დალაქიშვილი კი ფართო მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. 

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმს "მძევლები" ჰქვია და მისი დამთავრება 2017 წელს იგეგმება.

სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა კადრები გადასაღები მოედნიდან.

RatingRatingRatingRatingRatingRatingRating

ბეჭდვა