25 ივლისი, 2016
გიგი უგულავას ყოფილი მეუღლის, თაკო ცაგურიას ოჯახური იდილია
გიგი უგულავას ოჯახური ცხოვრებას ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებდა ყვითელი პრესა თვალს.

მისი პირველი მეუღლე თაკო ცაგურია იყო, რომელმაც გიგისთან დაშორების შემდეგ მალე იპოვა პირადი ბედნიერება.

თავიდან გავრცელდა ჭორი, რომ გიგი ყოფილ მეუღლეს გათხოვებას უკრძალავდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ჭორი სიმართლესთან ახლოს არ იყო. გიგის იმ დროისთვის უკვე უყვარდა ლელა კილაძე, რომელიც მოგვიანებით ცოლად მოიყვანა და მასთან ერთი ბიჭი, ალექსანდრე ჰყავს. ლელა კილაძესა და გიგი უგულავას ოჯახის დანგრევის მიზეზი ყველასთვის ცნობილია...

ამჯერად თქვენს ყურადღებას მისი პირველი
მეუღლის, თაკო ცაგურიას ცხოვრებაზე შევაჩერებთ.  

გიგისთან დაშორების შემდეგ მალევე ცნობილი გახდა, რომ თაკო ცაგურიას რჩეული ლევან გოთუა იყო, რომელიც ცნობილი პიანისტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, მანანა დოიჯაშვილის ვაჟია.

ლევანი თაკოზე რამდენიმე წლით უმცროსია. ამბობენ, რომ გიგი უგულავა და ლევან გოთუა ადრე კარგი მეგობრები იყვნენ...

ლევანი ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში. პირველი ქორწინებისდან მას შვილი არ ჰყავს.

თაკო ცაგურია პროფესიით ექიმია და გიგი უგულავასთან მას ორი ქალიშვილი ჰყავს, ორივე ქალიშვილს მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, და გასულ წელს, როდესაც გიგი რამდენიმე საათით გაათავისუფლეს, გოგონები მამას გვერდიდან არ მოშორებიან.

ლევან გოთუას და თაკო ცაგურიას ერთი საერთო შვილი გოგი გოთუა ჰყავთ, რომელიც მამას ძალიან ჰგავს. გთავაზობთ თაკო ცაგურიას და ლევან გოთუას ოჯახურ ფოტოებს, რომელიც მათ სოციალურ ქსელში მოვიძიეთ.

RatingRatingRatingRating
ბეჭდვა