18 აპრილი, 2016
''გატრუნული უნდა გდებულიყავი, როგორც ბარდებში კუ" - დედამთილთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ ხატია სიჭინავა მეუღლეს სიყვარულს საჯაროდ უხსნის
ხატია სიჭინავას სტატუსი, რომელიც დედამთილთან მის ურთიერთობას ეხებოდა,  სააგენტო მედიამოლზეც გამოქვეყნდა. სტატიის კომენტარებში ხატია სიჭინავას დედამთილის ლალი ნოზაძის კომენტარსაც ვკითხულობთ:

ლალი ნოზაძე: "რატომ არ მოგეწიათ ის წყევლა კრულვა, მა რა გგონია შე გომბიო, ისეთი შვილი როგორიც ნანოა (რამაზ ნოზაძე) შენისთანასთვის მემეტებოდა? ეხლაც არ გაკლებ წყევლა-კრულვას, ან წინ დაგეწევა ან უკან ჩემი ოჯახის დაღუპვისთვის შენი შემოსვლით რომ გააბედნიერე.

ეხლა ამოიდგი ენა შე არშემდგარო, რა სახელი გაქვს ქალაქში მიიხედ-მოიხედე, გატრუნული უნდა გდებულიყავი, როგორც ბარდებში კუ.."

რძალ -
დედამთილის დაპირისპირების გახმაურების შემდეგ სოციალურ ქსელში კეთდებოდა კომენტარები, რომ ამ შემთხვევაში რამაზ ნოზაძე იყო ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, რადგან ორ საყვარელ ქალს - დედასა და ცოლს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი.

რამდენიმე წუთის წინ ხატიამ მეუღლეს სტატუსი მიუძღვნა და კიდევ ერთხელ საჯაროდ აუხსნა სიყვარული:

''შენ ჩემპიონი მარტო ჭიდაობაში არა ხარ სიყვარულო შენ ხარ ჩემპიონი სიკეთეში, მეგობრობაში, ცხოვრებაში... შენ ჩვენი შვილების ჩემპიონი ხარ .. ჩემი პირადი ჩემპიონი ხარ და საერთოდ ... ადამიანობაში ჩემპიონი ხარ !!! მიყვარხარ მე შენ'', წერს ხატია.

ხატია სიჭინავა დედამთილს არ უყვარს - „მშობიარობის დროს მე და ჩემს შვილს, სიკვდილი გვისურვა“...
ბეჭდვა