27 იანვარი, 2016
რატომ გამოაქვეყნა სანდრა რულოვსმა ბავშვობის ფოტო - „ბათუმის ბულვარის ბილიკებს ბავშვობიდანვე მხარს ვუჭერდი“
„ბათუმის ბულვარის ბილიკებს ბავშვობიდანვე მხარს ვუჭერდი“, წერს ყოფილი პირველი ლედი და ბავშვობაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს ფეისბუქზე.

როგორც ცნობილია, ბათუმის ცენტრალურ ბულვარში სასეირნო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის თანახმად სამი სასეირნო ბილიკიდან ერთი უნდა გაუქმდეს. ამ ამბავს ბათუმელები საპროტესტო აქციებით შეხვდნენ.

ფოტოზე ყოფილი პირველი ლედი სამი წლისაა და ბაშვობაში სწორედ ამის თქმა უნდოდა ფოტოს გადაღებისას, მაგრამ ამჯერად გადაწყვიტა, აქციის მონაწილეებს ამ ორიგინალური ხერხით შეერთებოდა.

მეგობრების კომენტარებმაც არ დააყოვნა.


„ულამაზესი
ფოტოა. რას იფიქრებდით ამ ასაკში, რომ ეს ფოტო სადღაც ჯორჯიაში ქალაქ ბათუმის ბულვარისთვის მოგიწევდათ გამოქვეყნება“.

„პატარაობიდან ანგელოზი ყოფილხარ, ეხლაც შენს სხეულში ანგელოზი სულია, სულით ხორცამდე ანგელოზო სანდრა“.

„როგორ გავხარ საკუთარ თავს დიდობაში, არ შეცვლილხარ, სანდრა“

„რა საყვარელი ყოფილა ბავშვობაშიც“.
ბეჭდვა