რამდენიმე საათის წინ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, სურს მის გარშემო უმადური ადამიანები აღარ არსებობდნენ.
"როდესაც ადამიანებზე წარმოდგენა გეკარგება!
ყველაზე მტკივნეული ამ ქვეყნად უსამართლობა მგონია... ყველაზე მდაბიო კი ის ადამიანები, ვისაც მდგომარეობა, სიტუაცია, რაღაც ქაღალდები (რომლითაც გონიათ ადამიანების
ავიწყდებათ ვინ გაუწოდა ხელი წამოდგომისას, ან უბრალოდ ავიწყდებათ ადამიანური საქციელი... ვინატრებდი ჩემს გარშემო გაიფილტროს ასეთი ადამიანები, ასეც მოვიქცევი.
მე მიყვარს გულწრფელი ადამიანები. თავმდაბალი ადამიანები, რომლისთვისაც მთავარ ღირსებად სიმართლე და ადამიანობა რჩება... "დრონი მეფობენ და არა მეფენი"... იმედი მაქვს, მოვახერხებ, ჩემი ბიჭები ისე გავზარდო რომ მათთვისაც ეს ფასეულობა იყოს უმთავრესი"... წერს თათია.
მეგობრების კომენტარებში კი ვკითხულობთ, რომ მსგავსი სიმართლე თბილისში დიდი ხანია, არ მოუსმენიათ.