16 ივნისი, 2015
ნინო წიკლაური თბილისის სტიქიას „კაზანტიპის“ ფესტივალს აბრალებს - „გინდა, ჯუნა მეძახეთ ახლა და გინდა ვანგა, თუმცა ეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ესმოდეს...“
ახლა დავწერ და ვიცი, ბევრი იტყვის ამან გააფრინაო სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარ სტიქიას კვლავ აქტიურად განიხილავენ. ზოგი მომხდარს, საქართველოში გასულ წელს ჩატარებულ ''კაზანტიპს'' უკავშირებს.

მათ შორისაა მომღერალ გიგა კვენეტაძის ყოფილი მეუღლე ნინო წიკლაურიც, რომელიც ამჯერად მოსკოვში მოღვაწეობს და ერთ-ერთი წარმატებული პროდიუსერია. ნინო ''ფეისბუქზე'' შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.  

''ახლა დავწერ და ვიცი, ბევრი იტყვის ამან გააფრინაო, გოიმიაო, ქაჯიაო და ეგ რა შუაშიაო, მაგრამ მაინც დავწერ ჩემს აზრს. როდესაც შუა დიდმარხვაში, მარიამობის მარხვაში, ღვთიშმობლის წილხვედრ მიწაზე, სადაც ღვთისმშობლის
კვართია, საქართველო და ქართველი დაუშვებს იმას, რომ გარყვნილი, თავზე ხელახებული ყველა ნებადართული ''კაზანტიპი რესპუბლიკის'' ჩატარებას, ამას ეს აუცილებლად მოყვებოდა.

ძალიან ვწუხვარ, ძალიან. ვინც მიცნობს, იმათ იციან, რომ შარშან ვამბობდი, არ დაგვემართება კარგი ამბავი-მეთქი. გინდა, ჯუნა მეძახეთ ახლა და გინდა ვანგა, თუმცა ეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ესმოდეს და აქ ნათელმხილველობა არ არის საჭირო...

სხვამ რაც გინდა, ის აკეთოს თავის ქვეყანაში, ჩვენ მათზე მეტი მოგვეკითხება. ჰოდა მოდით, ახლა დავრთოთ ნება, რომ გეი პარადები ჩაატარონ, გავაგრძელოთ გეი და ლესბოსელების გადაცემებში მოწვევები, სასულიერო პირების და პატრიარქის ლანძღვა და კიდევ ერთხელ ჩავატაროთ ''კაზანტიპი'', რადგან ნაწყენი დარჩნენ შარშან არ არის სასაცილო, მაგრამ სიმწრის სიცილია! დაიწყეთ ახლა, როდის მერე გახდა წიკლაური მონაზონი და რას ბოდავსო'' - წერს წიკლაური სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი




ბეჭდვა