რასაკვირველია, გაგვიხარდა კიდევ ერთი ლამაზი ოჯახის შექმნის ამბავი და გადავწყვიტეთ, ეკასთვის მისალოცად დადაგვერეკა, თუმცა მან ძალიან მოკლედ გვიპასუხა:
- მესმის რატომაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, რეზოსთან ერთად გადაღებლი ფოტოები რომ დავდე „ფეისბუქზე“ ყველამ იფიქრა, რომ გავთხოვდი, მაგრამ არ გავთხოვილვარ და ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ.
სოციალურ ქსელში
სავარაუდოდ, პრესისთვის ეკა ჯერჯერობით არ აპირებს იმის გამხელას, რომ დაოჯახდა.
ეკა ოფიციალურად ერთხელ იყო გათხოვილი, მისი პირველი მეუღლე ნიკო გომელაური იყო, რომელთანაც მსახიობს ორი შვილი - ტასო და ჯეჯი ჰყავს.
ეკას მესამე შვილი, ვაჟი - ნოდარიკო ბიზნესმენ თემურ უგულავასგან ჰყას. თემურთან ეკას ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, მაგრამ ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ნოდაროს მამა მას ძალიან ეხმარებოდა და ყველანაირად გვერდში ედგა.
სალომე დადიანი