27 თებერვალი, 2015
თაკო გაჩეჩილაძემ სოციალური ქსელი კიდევ ერთხელ გადარია
სამწუხაროა, რომ მომღერლები ძველებურად აღარ გვანებივრებენ კლიპებით მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ბოლო დროს ახალი სიმღერებით აღარ ანებივრებს ქართველ მსმენელს. თუმცა ეს არცაა გასაკვირი ახალ სიმღერებზე ხომ ქართველი მომღერლები თითქმის აღარ მუშაობენ.

გამონაკლისი ალბათ მხოლოდ ანრი ჯოხაძეა, რომელიც შოუბიზნესის კრიზისს არ ეპუება და ბოლო დროს რამდენიმე ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა.

სამწუხაროა, რომ მომღერლები ძველებურად აღარ გვანებივრებენ კლიპებით. არადა ბევრი მათგანი ისე კარგად გამოიყურება და ვოკალურად ისეთ კარგ ფორმაშია, დიდი შანსია, რომ მათი სიმღერები მალევე გაჰიტდეს.

ასეთ მომღერალთა
შორის უდაოდ არის თაკო გაჩეჩილაძე, რომლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები არაერთხელ გამხდარა აღფრთოვანების საბაბი. თაკოს პიკანტურ ფოტოებს უამრავი მოწონება ჰქონდა გასულ ზაფხულს.

თაკომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი საინტერესო ფოტო გამოაქვეყნა ''ფეისბუქზე'' და ამჯერადაც ბევრი მოწონება დაიმსახურა. ერთ-ერთი ამერიკაში მცხოვრები წერს, რომ მისი ადგილი ამერიკაშია, რაზეც თაკომ უპასუხა, რომ სიამოვნებით გაუცვლიდა ადგილს.

ალბათ ბევრი ქართველი მომღერლისთვის კარგი იქნებოდა, რომ კარიერა უცხოეთში გაეკეთებინა. რადგან როგორც ამბობენ, ქართულ შოუ ბიზნესს კიდევ დიდხანს არაფერი ეშველება.

თაკო გაჩეჩილაძემ პიკანტური ფოტოების გადაღების ისტორიას ფარდა ახადა

სალომე დადიანი
ბეჭდვა