08 ივლისი, 2013
სოფო ხალვაში მეორე გოგონას დედა გახდა
როცა დედა პირველად ხდები შედარებით ბუნდოვნად აღიქვამ ყველაფერს, ახლა კი ემოციები გაძლიერებულია, თუმცა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა გასაცნობიერებლად უფრო მარტივია. მომღერალი სოფო ხალვაში 5 ივლისს დედა გახდა. შეგახსენებთ, სოფოს მეუღლე მიშა ძოძუაშვილია, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის რევაზ ძოძუაშვილის შვილი გახლავთ. წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავთ, უფროსს ქეთევანი ჰქვია, რამდენიმე დღის წინ კი ოჯახს ახალი წევრი მარიამი შეემატა, სოფოს მისალოცად დავუკავშირიდით და თან მარიამის ამბებიც გამოვკითხეთ.

- მარიამი საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა ქვეყანას, 2
კილო და 600 გრამია, სიგრძეში კი 46 სმ გახლავთ. სახელი უფროსმა შვილმა ქეთომ შეურჩია, ძალიან გახარებულია, უვლის, ცდილობს, ყურადღება არ მოაკლოს და ყველას თან დაჰყვება, ვისაც ბავშვი ჰყავს, არავის ანდობს. მეორე შვილის დედობა განსხვავებული შეგრძნება ყოფილა. როცა დედა პირველად ხდები შედარებით ბუნდოვნად აღიქვამ ყველაფერს, ახლა კი ემოციები გაძლიერებულია, თუმცა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა გასაცნობიერებლად უფრო მარტივია.
Rating
„რეიტინგის“ სახელით სოფოს კიდევ ერთხელ ვულოცავთ მეორე შვილს შეძენას და მის ოჯახს ბედნიერებას ვუსურვებთ.

ციცი ომანიძე
სპეციალურად საიტისთვის


ბეჭდვა