სკანდალში გაეხვა მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფერისტობასთან გვქონდა საქმე და ამალია ფონოგრამაზე მღეროდა. იგივე აზრს აფიქსირებდა პარლამენტარი გოგა ხაჩიძეც.
„რუსთავი 2“-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამალიას ფონოგრამაზე არ უმღერია ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში მაია ასათიანს და ნანუკა
თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ჟურნალისტმა მაია კახიძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ამალია ჯიბლაძის რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:
„აი, ამალია სტავროპოლში ერთ-ერთ ფესტივალზე. გამარჯვებები ვუსურვოთ, არა?..“
ფოტომ ყველა შოკში ჩააგდო და უამრავი კომენტარი მოჰყვა:
„მუსორგსკის სახელობის მუსიკალური კოლეჯი აქვს დამთვარებული რუსეთში“.
„ვა, მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამის გარეშეც მოგვეწონებოდა“.
„ყველა საქართველოში რატომ ბეჩავდება, გამაგებინეთ, პლიიზ“
„აქ რომ კოჭებამდე კაბით იყო გამოსული“
მაია კახიძე: „ვა.. მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამების გარეშეც მოგვეწონებოდა, ახლა ეს ჩემი მოპოვებული ფოტო ირბენს ინტერნეტში, არადა, იქ სადაც იდო, აღარ დევს, რა მალე წაშალეს“.
„საწყალი ადამიანის იმიჯი იმარჯვებს საქართველოში და ეს ფსიქიური გადახვევაა. სხვა არაფერი. მარტო ამალია კი არა ყველა სფეროში ეგრეა. გამარჯვებული და შემდგარი ადამიანები არავის ჭირდება, ეგრევე მტერი ჰყავს და მიწა აქვს მოზომილი ნაადრევად ჩასამარხად“.
„რუსთავი 2“ ამ თემაზე კომენტარს სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს, რასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.
სალომე დადიანი
ასევე იხილეთ