რასაკვირველია, სალათის ინგრედიენტები და მწვანე ფოთლები აღარავის ახსოვდა, გადაცემის წამყვანები შოკში ჩაცვივდნენ და ჩელე, იგივე დათო მგელაძე, რომელსაც ''ჯიდიესის'' დილის გადაცემა მიჰყავს, გაოცებული სახით, ჩართვის დასრულების შემდეგაც
- ბატონო გივი, თქვენს შვილთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე შეკითხვა.
- მკითხე, ''დავაი''.
- ხუმრობთ თუ მართლა გყავთ კუბაზე შვილი?
- არაა ხუმრობა, მართლა მყავს კიდევ ერთი შვილი.
- მოგვიყევით თქვენი ახლად გამოჩენილი ვაჟის შესახებ.
- 1961 წელს კუბაზე ვიყავი და დედამისი გავიცანი. ამ ბიჭს ბებია რომ გარდაეცვალა, სიკვდილის წინ უთხრა, რომ ქართველი მამა ჰყავდა - გივი სიხარულიძე და მან მომძებნა. ორი დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში. ორი დღეა, რაც ვიცი მისი არსებობის შესახებ.
- ბებია დიდი ხანია გარდაიცვალა?
- ხუთი წლის წინ გარდაიცვალა და ჩემმა შვილმა მხოლოდ ახლა მოახერხა ჩამოსვლა.
- ''ჯიდიესის'' დილაში რომ ვნახე, ვერ მიგამსგავსეთ და თქვენ მაშინვე დაიჯერეთ, რომ თქვენი შვილია?
- ნამდვილად ჩემი შვილია. ტანი და აღნაგობა ჩემი აქვს.
- ამიტომაც დეენემის ანალიზს არ მოითხოვთ?
- არანაირ ანალიზს არ მოვითხოვთ.
- როგორი იყო თქვენი ემოციები, როდესაც გაიგეთ, რომ კიდევ ერთი შვილი გყავთ?
- ძალიან გამიხარდა. ორ დღეში მიწა უნდა გადავუფორმო. მცხეთის რაიონში ძალიან კარგი მიწა მქონდა და გადავუფორმებ. ყველაფერს გავუკეთებ, რომ კუბაზე კარგად იყოს.
- დედამისთან შეხვედრაზე არ გიფიქრიათ?
- დედამისი გათხოვილია და მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს.
- თქვენმა შვილებმა როგორ მიიღეს ძმა?
- ძალიან გაუხარდათ. ძმას უკვე საჩუქრები გაუკეთეს. კუბაზე ჭირს ცხოვრება და ძალიან გახარებულია, სიხარულით ცაში დაფრინავს, ასე რომ დავხვდით.
- თქვენს შვილს დედამ ავი რატომ დაარქვა?
- რომ შევხვდი, მე ვასწავლე, გურული ქალები ავები არიან-მეთქი. ეს სახელი იმიტომაც შეურჩია შვილს...
იხილეთ ვიდეო
მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის