სავარაუდოდ, ეკა გვირილას აღარ დაუსვამს კითხვას, უყვარს თუ არა მის ყოფილ მეუღლეს, ნოე სულაბერიძეს. ნოეს რომ დაშორდა, ეს ამბავიც ეკას „ფეისბუქის“ გვერდიდან გახდა ცნობილი. ორი დღის წინ დაწერა, რომ ნოე სულაბერიძესთან მისი ურთიერთობა დასრულებულია.
ეკა და ნოე რამდენიმე
როგორც ამბობენ, ნოეს და ეკას ოჯახი მესამე ადამიანის გამო დაინგრა. ჟურნალისტებისთვის ჯერჯერობით არაა ცნობილი ვინაა ეს პიროვნება. თუმცა ჭორი უკვე ვრცელდება.
ეკა და ნოე ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს თავს არიდებენ. წყვილი ჯერ კიდევ იანვარში „ფეისბუქზე“ ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა. ამ ფოტოებზე ორივე ბედნიერები ჩანდნენ.
ამ ეტაპზე ყოფილი ცოლ-ქმარი აქტიურად არიან ჩართული სამსახურში. ეკა „რუსთავი2“-ის დილის ეთერში მუშაობს წამყვანად. ნოე სულაბერიძე კი პროექტ „ორი ვარსკვლავის“ პროდიუსერია და რამდენიმე დღეში მისი მეორე პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაიწყება „იმედის“ ეთერში.
სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის