27 იანვარი, 2021
"თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არ ჯობია პატარა მოკვდე?!" - დეკანოზ თადეოზ სარალიძის სკანდალური ქადაგება
სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აღაშ­ფო­თა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ფრა­ზამ, რო­მე­ლიც მღვი­მე­ვის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა დე­კა­ნოზ­მა თა­დე­ოზ­მა (სა­რა­ლი­ძე) საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას თქვა.

ქა­და­გე­ბი­სას მან კო­რო­ნა­ვირუს­ზე და პა­ტა­რებ­ში მის ახალ გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მორ­წმუ­ნე ბავ­შვებს არა­ფე­რი ემუქ­რე­ბათ, თუმ­ცა, ვინც "პა­რა­ზი­ტია" და ეკ­ლე­სი­ას არ გა­მო­ად­გე­ბა, გაზ­რდას სჯობს, პა­ტა­რა მოკ­ვდეს.


"ახლა გაგ­სინ­ჯა­ვენ და თქვენ ყვე­ლას კო­რო­ნა გაქვთ მოხ­დი­ლი. რით მო­ი­ხა­დეთ? ღვთის­მშობ­ლის დახ­მა­რე­ბით ჩემო კარ­გე­ბო და გე­ნე­ტი­კუ­რი სიძ­ლი­ე­რით. თვი­თონ მაგ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში ამ­ბო­ბენ, ამ ქარ­თვე­ლებს რა გე­ნე­ტი­კა აქ­ვთო... სა­დაც შე­ყა­რეს -
ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, ყველ­გან პან­ტა­პუნ­ტით და­ყა­რეს ხალ­ხი, იმი­ტომ რომ გე­ნე­ტი­კა მა­გათ არ უვარ­გათ, ღვთის წყა­ლო­ბა მა­გათ არ აქვთ. ეს­პა­ნელ­მა ფეხი რომ წა­მოკ­რას ქვას, ღმერ­თს იხ­სე­ნი­ებს ცუ­დად, ეს დე­გე­ნე­რა­ტი... კი­დეც გა­ავ­სო ღმერ­თმა მკვდრე­ბით იქა­უ­რო­ბა და უა­რესს იზამს კიდე...

ახლა აში­ნე­ბენ, რომ ისე­თი ვირუ­სი გა­მო­დის, თურ­მე ბავ­შვებს უნდა და­ე­ტა­კოს. ნუ გე­ში­ნი­ათ, ბავ­შვე­ბო, არა­ფე­რიც არ და­გე­ტა­კე­ბათ. თქვენ, მთა­ვა­რია, ვაჟ­კა­ცე­ბი იყა­ვით, პა­ტი­ოს­ნე­ბი იყა­ვით, ეკ­ლე­სი­ის ერ­თგუ­ლე­ბი იყა­ვით და ისე­თი რამ გა­ა­კე­თეთ, რომ ქვე­ყა­ნას გა­მო­ად­გეთ და გა­ცო­ცხლებთ, ბაბუ, თუ არა და თუ პა­რა­ზი­ტი იქე­ნი, ტე­ლე­ფონ­ზე და­ჯე­ქი, შტე­რი­ვით იყა­ვი, არც სპორ­ტში ივარ­გე, არც ეკ­ლე­სი­ა­ში, მა­შინ არ ჯო­ბია პა­ტა­რა მოკ­ვდეს და სა­სუ­ფე­ველ­ში წა­ვი­დეს, ვიდ­რე დიდი ვირი გა­ი­ზარ­დოს და უმაქ­ნი­სი იყოს?!" - ამ­ბობს დე­კა­ნო­ზი თა­დე­ო­ზი ქა­და­გე­ბი­სას.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ამ უმ­ძი­მეს გან­ცხა­დე­ბას, აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა "ფე­ის­ბუქ­ზე". ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბა უნდა შე­უ­ჩერ­დეს:

"ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა ცელ­ქია და ასეც უნდა იყოს! ტე­ლე­ფო­ნიც იმის­თვი­საა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს. მავ­ნე­ბე­ლი და პა­რა­ზი­ტი თქვენ არა ხართ, უსა­მარ­თლო­ბას რომ ქა­და­გებთ? რა­ტომ თქვენ არ მოგ­კლეს ბავ­შვო­ბა­ში, თქვენ ხომ დიდი პა­რა­ზი­ტი ხართ?"

"ეტყო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მღვდლო­ბა ისე­თი ად­ვი­ლია, რომ ყვე­ლა იდი­ო­ტი აქ გარ­ბის და მერე ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან ამ­ბი­ო­ნი­დან იდი­ო­ტურ ბრძნად-მე­ტყვე­ლე­ბა­ში - ასე ბოლ­დე­ბა მრევ­ლი და ასე იშო­ვე­ბა მის­გან ფული. წიგ­ნის კი­თხვა ამათ არ უნ­დათ, შრო­მა ამათ არ უნ­დათ... ხოდა, კიდე, ის ან­და­ზა აღარ მუ­შა­ობს აქა - ერ­თმა ტა­ლა­ხი­ან­მაო, ასი სუფ­თა გას­ვა­რაო. აქ ასი ტა­ლა­ხი­ა­ნი სვრის ერთ სუფ­თას"

"აბორ­ტს რა­ღად გმო­ბენ? არ ჯო­ბია ბა­რემ არ და­ი­ბა­დოს ბავ­შვი, ვიდ­რე უსაქ­მუ­რი გა­მო­ვი­დეს?"

"ეს კი არა, ამი­სი მრევ­ლი უნდა სცე­მო მათ­რა­ხით"

"არ შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ა­ში!!! გა­ამ­კაც­როს სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ამ მი­ღე­ბის წე­სე­ბი, ყვე­ლა ხის­თა­ვი­ა­ნი რომ მო­რალს კი­თხუ­ლობს!"

"რა კავ­ში­რი აქვს ამას და მის­ნა­ი­რებს სუ­ლი­ე­რე­ბას­თან და ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან?!"

"წარ­მო­მიდ­გე­ნია შვილმკვდა­რი მშობ­ლე­ბი რას გრძნო­ბენ ახლა..."

თუმ­ცა, დე­კა­ნოზ თა­დე­ოზს დამ­ცვე­ლე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ და აღ­შფო­თე­ბულ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს მო­უ­წო­დე­ბენ, სრუ­ლად მო­ის­მი­ნონ ქა­და­გე­ბა და კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი ფრა­ზე­ბით ნუ გა­მო­ი­ტა­ნენ დას­კვნებს (ქა­და­გე­ბა სრუ­ლად შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ზე­მოთ).

ქა­და­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უხ­და ჭი­ა­თუ­რი­სა და სა­ჩხე­რის მიტ­რო­პო­ლიტ და­ნი­ელს (და­თუ­აშ­ვი­ლი). მის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს:

"მინ­და, გუ­ლის­ტკი­ვი­ლით აღ­ვნიშ­ნო, რომ დე­კა­ნოზ თა­დე­ოზ სა­რა­ლი­ძის საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბე­ლია სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სწავ­ლე­ბი­სათ­ვის. ეპარ­ქია იმ­სჯე­ლებს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ა­კის­რებს მას შე­სა­ბა­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას" - ნათ­ქვა­მია მიტ­რო­პო­ლიტ და­ნი­ე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.
ბეჭდვა