28 დეკემბერი, 2020
ლევან ჯიბღაშვილი ოჯახთან ერთად ისვენებს - მილიონერი შვილებთან ერთად პირველად გამოჩნდა
მილიონერი ლევან ჯიბღაშვილი ოჯახთან ერთად მთის კურორტზე ისვენებს. 11 ნოემბერს ბიზნესმენს მეორე შვილი შეეძინა, რომელსაც სიმამრის სახელი აკაკი დაარქვა. აკაკი სულხანიშვილი ცნობილი ბიზნესმენია, მის ქალიშვილზე კი ჯიბღაშვილმა სამი წლის წინ იქორწინა.

ლევან ჯიბღაშვილისა და სალი სულხანიშვილის ქორწინებას მალე სკანდალი მოჰყვა, როდესაც ბიზნესმენი ნარკოტიკების შენახვისთვის გაასამართლეს. აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული მილიონერი, ამის შემდეგ ტელევიზიებით აღარ გამოჩენილა. ორი ვაჟის მამა, ცოლთან ერთად მშვიდ ცხოვრებას ამჯობინებს. 

Rating

Rating

Rating

Rating
ბეჭდვა