02 ნოემბერი, 2020
რუსკა მაყაშვილი მეორე შვილს ელოდება
მსახიობი და ტელეწამყვანი, რუსკა მაყაშვილი მეორე შვილს ელოდება. გულშემატკივრებმა ახალი ინფორმაცია "ინსტაგრამის" პირადი გვერდიდან შეიტყვეს, სადაც მსახიობმა ახალი ფოტოები გამოაქყვენა. ფოტოებზე ორსული მსახიობია გადაღებული ახალმა ამბავმა მისი ფანები ძალიან გაახარა და არაერთი მილოცვაც მიიღო.

რუსკა მაყაშვილმა მორაგბე სანდრო ნიჟარაძეზე ოფიციალურად 2015 წელს  იქორწინა. მათ უკვე ჰყავთ ერთი შვილი, 3 წლის ილია ნიჟარაძე და ახლა მეორე შვილის მოლოდინში არიან. ჯერჯერობით ბავშვის სქესი საზოგადოებისთვის უცნობია.

Rating

Rating
ბეჭდვა