18 მაისი, 2020
"ყველაზე მეოჯახე, სანდო, მოსიყვარულე და მართალ კაცს დავუკავშირე ჩემი ცხოვრება..." - ნინო არაზაშვილის გულახდილი აღიარება
ჟურნალისტი ნინო რაზაშვილი მეუღლეს სანდრო ონოფრიშვილს სოციალურ ქსელში დაბადების დღს ულოცავს. წყვილს წლების მანძილზე უყვარდათ ერთმანეთი და ნინოს მოულოდნელი ორსულობის შემდგომ საერთო შვილი მარიამი მოევლინა ქვეყანას.

მარიამი ახლა უკვე დიდი გოგონაა. ჟურნალისტს პირველი ქორწინებიდან ორი უფროსი შვილი ქალ-ვაჟი ჰყავს.

"ჩემი ცხოვრების მთავარი საყრდენი საოცნებო ასაკში გადავიდა. ამ საიზოლაციო პერიოდსაც აქვს თავის სიკეთე - კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნებულიყავით ჩვენი საერთო არჩევანის სისწორეში.

მიყვარს შენი დაბადების დღე მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნად ყველაზე მეოჯახე, სანდო, მოსიყვარულე და
მართალ კაცს დავუკავშირე ჩემი ცხოვრება.

როგორც გჩვევია, ამ კრიზისშიც არ გღალატობს საოცარი იუმორის გრძნობა, რომლის წყალობით სუფრა გაშლილია, ზიხარ და ეკრანთან იღებ მილოცვებს შენი ყველაზე ახლო მეგობრებისგან.

დაბადების დღეს გილოცავ ჩემო თანამგზავრო, ჯანმრთელად მყავდე და ამაზე უკეთესი დაბადების დღეები წინ კიდევ ბევრი გვექნება ერთად აღსანიშნი! გპირდებით მეც, მარიამიკოც. - წერს ნინო არაზაშვილი.
ბეჭდვა