15 ივლისი, 2019
"კიდევ კარგი ირაკლი დროზე წაიყვანა უფალმა" - თეონა კონტრიძე კოლეგებს მიმართავს
თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სოსო პავლიაშვილს რუსეთ-საქართველოს განვითარებული მოვლენების შესახებ გაკეთებული შეფასებების გამო მკაცრად აკრიტიკებს.

"გინდათ მოღალატედ შერაცხეთ, გინდათ პუტინის აგენტად, მაგრამ მე, როგორც მუსიკოსი ვიძახი, რომ იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიცია დაწერა ამ კაცმა, სოსო პავლიაშვილმა .

სამშობლო იქცა 90 წლების არაოფიციალურ ქართულ ჰიმნად . ამ სიმღერამ გაგვამხნევა, გვატირა, შეგვკრა და გაგვიღვიძა ნაციონალური თვითშეგნება ....

კიდევ კარგი ირაკლი დროზე წაიყვანა უფალმა, თორემ იქნებოდა ახლა თქვენგამ მიგდებული და
ცხრაგზის დავიწყებული .... ასჯერ გამიგია კოლეგებისაგან, რომ ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მხოლოდ მოღალატეა და სხვა არაფერი?!

გაგარტყით ლოგიკაში, კოლეგებო . თქვენ ან მუსიკა არ იცით და ან კიდევ ჩაიძირეთ თქვენს ეგოცენტრიზმში .... ქალბატონებო, ბატონებო და განსაკუთრებით ბავშვებო ! მოისმინეთ თავისუფალი საქართველოს არაოფიციალურუ ჰიმნი . კომპოზიტორი და შემსრულებელი სოსო პავლიაშვილი . ამინ !!!", - წერს სოციალურ ქსელში თეონა კონტრიძე.
ბეჭდვა