03 ივლისი, 2019
"ბატკანი ყალყზე" და შსს-ს მაღალჩინოსანი მეჯვარე - განსაცდელში მყოფმა ლევან ჯიბღაშვილმა მარხვაში 400-კაციანი ქორწილი გადაიხადა
მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ნარკოდანაშაულზე დააკავეს და დიდ განსაცდელში ჩავარდა, როგორც ჩანს, ქეიფის და დროსტარების ხასიათზე ისევ მოვიდა.

გუშინ ლევან ჯიბღაშვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, როგორც მისი უახლოესი გარემოცვისგან გავიგეთ, მას სურდა ქორწილს მშვიდ გარემოში ჩაევლო, მაგრამ 400-კაციან ქორწილს რა დამალავს?

Rating

ლევან ჯიბღაშვილმა და სალი სულხანიშვილმა, რომელიც ბიზნესმენი მსახიობის პირველი შეყვარებული იყო, ქორწილი რესტორან "გუჯარში" გადაიხადეს.

საქორწინო ცერემონიალს წინ უძღოდა წყვილის ვაჟის, მიქაელის ნათლობა. ნათლობის შემდეგ წყვილმა ხელი მოაწერა და შემდეგ
კი რესტორანში გადაინაცვლა.

Rating

ლევანს ქორწილში სამი მეჯვარე ჰყავდა, მისი ერთ-ერთი მეჯვარე სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ კუპატაძეა, რომელმაც საზოგადოებას თავი, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ნიკა მელიასთან დაპირისპირებით დაამახსოვრა.

ლევანს საკუთარ ქორწილში შავი ფერის სამოსი ეცვა, ხოლო მის მეუღლეს სადა თეთრი კაბა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქორწილის გადახდა ჯიბღაშვილის სიმამრის, ფეფე სულხანიშვილის თხოვნა იყო, რომელსაც განსაცდელში მყოფმა სიძემ გვერდი მარხვის გამოც ვერ აუარა.

Rating

ლევან ჯიბღაშვილის ქორწილი განსაკუთრებულად ქართული ელემენტების გარეშე რა იქნებოდა? მართალია, არც ჩოხებში გამოწყობილ მომღერლებს უმღერიათ და თავადაც არ ეცვა ტრადიციული ქართული სამოსი, მაგრამ აქაც გამოიჩინა ორიგინალურობა და დარბაზში "ბატკანი ყალყზე" შემოაგორეს.

Rating

ქორწილს მუსიკალურად დათო ხუჯაძე, აჩი ფურცელაძე და "ლათინო ბოის" აფორმებდა.

ტრადიციისამებრ, წვეულების დასასრულს გრანდიოზული საქორწინო ტორტიც გაჭრეს.

Rating
RatingRating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
სსდ
ადამიანურად ციხისთვის ყველა მეცოდება , გარდა "ბარიგებისა " , " პედობილებისა" და "მოძალადე მკვლელების" თუმცაღა ესენიც ცოდვები არიან , რადგან ჩემი აზრით კარგი დღე არ მოელით როცა წარსდგებიან სამსაჯავროზე, მაგრამ ყველაზე მეტად ის ხალხი მეცოდება ვინც უსამართლობას თესავენ , სამწუხაროდ ლევანის შემთხვევა არის ერთერთი მაგალითი უსამართლობის , რომ თუ გაქ ფული და ნაცნობობა , გაქ შესაძლებლობაც რომ სამართალმა ხელი ნაზად გადაგისვას თავზე .
13:25 / 28-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ჩამთავრებულიყო მარხვა, ან წინ გადაეხადა, ან სულ ნუ ახსენებდით მარხვას. ნარკოტიკი და მარხვა?.... ან არავინ უთხრა, რომ ქორწილში შავი პერანგი ულამაზოა, მითუმეტეს სიძისა.
03:33 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
დათო
ხიხოების ქალაქი
16:41 / 03-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნატანჯი ბიჯი რაც ამან წლები მოიხადა და იწვალა
განსაცდელი არ იყო გრამობით ...
15:53 / 03-07-2019
გამოხმაურება / 0 /
v
სასაზღვრო პოლიციაო მეჯვარედ... იმიტომ ეზიდებოდა კონტეინერებით ნარკოტიკებს?
13:20 / 03-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS