25 ივნისი, 2019
"ღამის საათებში შარდენზე მიმავალ ჩემს ქმარს, პატრული აეკიდა" - რამაზ ნოზაძეს პატრულთან პრობლემები შეექმნა
ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ მის მეუღლეს, სპორტსმენ რამაზ ნოზაძეს პატრულთან პრობლემები შეექმნა, რის გამოც საქმე სასამართლომდე მივიდა.

"არის თუ არა საქართველოს პოლიცია ადეკვატური?! და ამეტებს თუ არა ის ძალაუფლებას?! ყოველ მეორე მოქალაქეს შეგიძლიათ კითხოთ ბატონო მინისტრო! დიდი კვლევა არ დაგჭირდებათ ! დღეს დამთავრდა ადმინისტრაციული სასამართლო . 30 მაისს , ღამის საათებში შარდენზე მიმავალ ჩემს ქმარს, პატრული აეკიდა საეჭვო გარეგნობის გამო !!! (აღსანიშნავია თქვენი პატრულების მაღალი ფანტაზია ბატონო გიორგი !
) მას შემდეგ რაც წარდგენის გარეშე წაიღეს საბუთები და უმისამართოდ გაუჩინარდნენ, რამაზ ნოზაძემ, რომელსაც მთელი ასეულის წონა ერთი მტერი ყავს ძირს დაგდებული!!

სტუმრები აღარ ალოდინა და შარდენზე დააბინავა. მანქანასთან დატოვა მეგობრები, რომ როცა საბუთებს დააბრუნებდნენ, ადგილზე დახვედროდათ თუ ამოსვლას ვერ მოასწრებდა ! უკან დაბრუნებულს, მანქანა გადაყვანილი დახვდა, ხოლო ადგილზე მობილიზებული ასეული თავისი ასმეთაურით, რობერტ პარნიევით !! 20 ივნისის ერთ ერთი "გმირით" !

შეკითხვაზე რა კანონდარღვევის გამო გადაიყვანეს მანქანა?! ასეული მოულოდნელად თავს ესხმის ნოზაძეს და ტარდება ჩვეულებრივი სპეცოპერაცია !!! როგორც აყავთ მაგალითად ტერორისტები !!! საქართველოში , მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონების გარდა, ტერორისტი ვერ იპოვეს ჩვენმა გმირმა პატრულებმა !! რაც მთავარია , ერთი ხელის მოქნევაც არ დასჭირდებოდა, მთელი თქვენი ასეული რომ იქვე მიეწვინა ბატონო გიორგი !!! მაგრამ რადგან არც მთვრალი იყო და ჩემდა გასაოგნებლად , არც აგრესიისგან გაგიჟდა !! (მე თავზე დავახევდი პაგონებს თითოეულს) დაემორჩილა და ეუბნება ჩავჯდები მანქანაშიო (რაც კარგად ჩანს გამვლელის მიერ გადაღებულ ვიდეოში) მაგრამ არა !!!!

ისეთი "ვაჟკაცი" პოლიციელი , როგორც ლაშა ზაალიშვილი გყავთ, ხელებს უტრიალებს რომ თავისი ძალაუფლებით უფრო კარგად დატკბეს !!! (სხვათაშორის წკლიპურტიც ეყოფოდა !! თუმცა რადგან არ მიიღო, სასამართლოზე წარმოდგენილ კადრებში, სიამაყით იშვერდა ხელებს აი მე ვარ რომ ვაკავებო) და ამ დროს რომ ჩემი ქმარი მთვრალი ყოფილიყო??? ან უბრალოდ არ აეტანა ეს ყველაფერი და გაეწია??? ესროდნენ ბატონო გიორგი???

ისე როგორც ვეღარ მოზომეს და თავში ესროდნენ პატარა გოგო ბიჭებს?! ან როგორ შეიძლება უსამართლობის შემხედვარე მეგობრები, თხოვნის საფუძველზე დააკავო?!პროვოცირებას თვითონ უკეთებს პატრული მოქალაქეებს !იმიტომ რომ გეგმა აქვთ შესასრულებელი !არ ყოფნით ჩვენი ჯიბიდან გადახდილი ხელფასები !ხვალ ზეგ, საჩივარი შემოვა ჩვენგან , პოლიციის ძალაუფლების გადამეტებაზე!პროვოკატორ პოლიციელებზე", - წერს სიჭინავა.
ბეჭდვა