29 მარტი, 2019
"მის ირანი" ჰოლივუდელ მსახიობზე გათხოვდა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა
რამდენიმე თვის წინ, "რეიტინგმა" 23 წლის ირანელი მოდელი, მინა ჯეი გაგაცნოთ. გოგონა ჩვენი ქვეყნით განსაკუთრებულადაა მოხიბლული და აქ საკუთარი, პატარა სასტუმროც ჰქონდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, სასტუმრო ბიზნესზე უარის თქმა მოუწია.

Rating

მინა საქართველოში პირველად რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულად შეუყვარდა. მოდელობის პარალელურად, ის სამკაულების დიზაინერია. საქართველოში დახურული ბიზნესის მიუხედავად, ის ჩვენს ქვეყანაში რჩება და უფრო მეტიც, ქორწილიც აქ გადაიხადა.
Rating
Rating

მისი ქმარი, ცნობილი ამერიკელი მსახიობი და სცენარისტი კრისტოფერ გორდონია. ის ჰოლივუდში მუშაობს და
არა ერთი ჰოლივუდური სცენარის ავტორია.

Rating

მინამ კრისტოფერი საქართველოში პირველად 6 თვის წინ ჩამოიყვანა. ამერიკელი მსახიობიც ისევე მოიხიბლა ჩვენი ქვეყნით, როგორც ახალგაზრდა მოდელი.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ წყვილის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი საქართველო იქნება.

"ჩვენი ოჯახის წევრებისთვის ძალიან ადვილი იქნება საქართველოში ჩამოსვლა, რადგან თქვენი ქვეყანა მშვიდობიანია და მშვიდობიანი ხალხი ცხოვრობს", - განაცხადა მინამ. 
RatingRatingRatingRatingRating


ბეჭდვა