07 მარტი, 2019
მამა პეტრეს ქალიშვილი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ მიმართვას ავრცელებს
მამა პეტრეს გუშინდელ ინტერვიუს, რომელიც ჟურნალმა "სარკემ" გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მკითხველის გაღიზიანება მამა პეტრეს შემდეგმა განცხადებამ გამოიწვია.

"ძალიან ხშირად მწერენ. სოციალურ ქსელში 90 ათასზე მეტი გამომწერი მყავს. მთელი ერი მიცნობს, არა მხოლოდ აქ, საზღვარგარეთაც. გულწრფელად გეტყვით, პროვოცირებას არ ვახდენ და პასუხს არ ვცემ.

მეტსაც გეტყვით, ტაძარში ზოგი იმიტომ მოდის აღსარებაზე, რომ მიმანიშნონ, შენთან ურთიერთობა მსურსო. საბაბია აღსარება, ვხვდები, ვეუბნები, არ ვარ ექიმი და თქვენ არ ხართ პაციენტი, რომელსაც მე ვუშველი-მეთქი".

ინტერვიუს გამოქვეყნების
შემდეგ, სასულიერო პირმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განაცხადა, მას არ უთქვამს, რომ სექსს სთავაზობენ და იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტი განმარტებას არ გააკეთებდა, მას სასამართლოში უჩივლებდა.

მამის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა, მისი ქალიშვილი მარი კვარაცხელია.

Rating

"აქამდე არასდროს მითქვამს ის, რასაც ახლა ვწერ. ბევრჯერ დამიპირებია დაწერა, ხმის ამოღება, მაგრამ ადრე მეცინებოდა, ახლაც მეცინება, თუმცა არც ის მინდა, უპასუხოდ დარჩნენ ის ერთუჯრედიანი ადამიანები, რომლებიც ვითომ ქრისტეს იცავენ სხვების ლანძღვითა და შეურაცხყოფით...

სხვა დროს უფრო ვრცლად დავწერ, დღეს ამით შემოვიფარგლები.

კეთილო, მორწმუნე ადამიანებო, ადვილი არ არის ამდენი შურის, ბოღმის და სიძულვილის გაძლება.

მამაჩემის არ ვიცი, მაგრამ მე არ ვაპირებ ისინი უპასუხოდ დავტოვო, ვინც ფეხებზე იკიდებს სხვის უფლებებს.

ვინც არ მომწონს იმაზე არ ვსაურობ. ვინც მომწონს, მას არ ვლანძღავ. ეჭვი მაქვს მამაჩემი მათ უფრო მოსწონთ, ვინც ყველაზე მეტად ლანძღავს და ახლა უფრო მომწონს პეტრე, ,,ჩემი მამაჩემი" , როგორც მას ბავშვობაში ვეძახდი, რადგან ცდილობს ცუდზე ნაკლებად იფიქროს. ახლაც, როცა გვერდით მიზის, იღიმის.

Rating

მე კი არ ვბრაზდები, უბრალოდ, მინდა მასავით ძლიერი ვიყო...
ერთიც, უამრავმა ადამიანმა დამაბრკოლა ეკლესიის გზაზე, განსაკუთრებით სასულიერო პირებმა, მაგრამ მამაჩემის მეგობრული დამოკუდებულება რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა...", - წერს მარი კვარაცხელია.
ბეჭდვა