22 იანვარი, 2019
„ევროვიზია 2019“- ის მთავარი ინტრიგა - ვინ დაუპირისპირდება კვიპროსის სახელით გამოსულ თამთა გოდუაძეს?
„ევროვიზია 2019“ ქართველებისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახდება. კონკურსზე გამარჯვებისთვის ორი ქართველი შემსრულებელი იბრძოლებს.

მათ შორის ერთ-ერთი, თამთა გოდუაძე კვიპროსის სახელით გამოვა. როგორც მომღერალი აღნიშნავს, მას ქართველი მსმენელის დიდი მხარდაჭერის იმედი აქვს.

Rating

საინტერესოა, ექნება თუ არა იგივე მხარდაჭერის იმედი საბერძნეთის მხრიდან საქართველოდან წარდგენილ მომღერალს? ამას მხოლოდ კონკურსის მსვლელობის დროს გავიგებთ. 

თამთა გოდუაძეს კარგად იცნობს მსმენელი მუსიკალური მეგაპროექტიდან „X ფაქტორი“, სადაც მომღერალი ჟიურის წევრი იყო. იგი კარგად ახსოვს და შეიყვარა მსმენელმა და არაა გამორიცხული, რომ მართლაც აქტიურად მიიღოს
საქართველოდან მხარდაჭერა.

Rating

თუმცა, „ევროვიზია 2019“-ის მთავარი ინტრიგა სწორედ იმაშია, რომ თამთას კონკურენტი შესაძლოა, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული მომღერალი აღმოჩნდეს, რომელიც თავის დროზე სწორედ თამთა გოდუაძემ აღმოაჩინა ქართულ "იქს ფაქტორში" და დიდი სცენისკენ გაუხსნა გზა. 

Rating

როგორც ცნობილია, „ევროვიზია 2019“-ზე მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული გაემგზავრება. ამიტომ შოუში ჩაერთნენ ცნობილი მომღერლებიც, რომლებიც დამწყებ მომღერლებთან ერთად გამოდიან.

Rating

მათ შორის არიან „X ფაქტორის“ მონაწილეები: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე და დიმა კობეშავიძე.

Rating




ქეთი თავაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
qartveli
ეს ნაკაშიძე მომღერალია?დიმა ძააან მაგარი ხარ , ყველამ დიმას დაუჭირეთ მხარი,დიმა აბა შენ იცი დაიჯერე შენი თავის ბიჭებში ყველაზე მაგარი ხარ,გმერთი შენსკენ!
02:28 / 23-01-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ბატონო ზაზა შენგელიავ, მიშა სულუხიას შესთავაზეთ ამ პროექტში მონაწილეობა? რადგან მაგარი მომღერალია
17:36 / 22-01-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS