08 იანვარი, 2019
"თავზე რა ანტენა უყენია, წყალტუბოს იჭერს?" - კახა კალაძის შემდეგ, სოც-ქსელი ნანუკა ჟორჟოლიანის ქუდს განიხილავს
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი არაორდინალურ სამოსს არასდროს ერიდებოდა. შესაბამისად, ის ხშირად ჩაცმის გამოც ხდება კრიტიკის ობიექტი.

ნანუკამ მაყურებელს, ამჯერად მორიგი პროვოკაცია მოუწყო. "მხოლოდ ქართულის" გუშინდელ ლაივ-შოუზე, მას გიორგი ამირეჯიბის შავი კაბა ეცვა და ქეთა თოფურიას მეგობარი დიზაინერის, ალექსანდ არუთინოვის ქუდი ეხურა.


Rating

ქუდს ქართული საზოგადოებისთვის უჩვეულო ფორმა აქვს და შესაბამისად, ნანუკა ამის გამო გააკრიტიკეს.



"კოდუას ქვრივი", "ნანუკა ჟორჟოლიანს თავზე რა ანტენა უყენია, წყალტუბოს იჭერს?", "წყალტუბო, გვიშტიბი , სათაფლია, ყველაფერს იჭერს და მერე უშვებს....", "ჟორჟოლიანს ბაშიაჩუკის ფაფანახი ახურავს?",
- წერენ კომენტარებში. 

შეგახსენებთ, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, გუშინ პროექტს ნუცა თოფურია ტოვებდა, მაგრამ ნიკა გვარამიამ ვეტოს უფლება გამოიყენა.






ბეჭდვა