03 დეკემბერი, 2018
"მის საქართველოს" ტიტულისთვის ბომონდური წვეულებების ყველაზე სასურველი სტუმარი და კრიტიკული ჟურნალისტიც იბრძოლებს (ფოტოები)
სულ მალე საქართველო ქვეყნის ულამაზესი ტიტულის მქონე გოგონას გამოავლენს. როდის ჩატარდება სილამაზის კონკურსი "მის საქართველო" 2018, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია იმ 20 გოგონას ვინაობა, რომლებიც ამ ტიტულისთვის იბრძოლებენ. 

კონკურსში წელს ორი ცნობილი გოგონა მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან მოდელი და ყოფილი ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი, ასევე ჟურნალისტი - ნინუცა როსტიაშვილი. 

Rating

ნინუცა როსტიაშვილმა "ჯიპას" უნივერსიტეტი დაამთავრა და ახლა "გაუს" პიარ-სკოლის სტუდენტია. სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე სამი წელი ფიქრობდა და მხოლოდ ახლა დათანხმდა. 

Rating

რაც შეეხება მის სამოდელო გამოცდილებას, 11
წლიდან თანამშრომლობდა ერთ-ერთ სააგენტოსთან, მაგრამ როცა ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯები გადადგა, მიხვდა, ორ პროფესიას ერთმანეთთან ვერ შეათავსებდა და ამიტომ არჩევანი ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გააკეთა. 

Rating

ნინუცა როსტიაშვილი ტელეკომპანია "მიუსიკბოქსის" წამყვანი და ჟურნალისტია. მისი საქმიანობა ჟურნალისტიკაში გადაცემა "ფეშენ თაიმით" დაიწყო და ახლა შოუ-ბიზნესური წვეულებების გლამურული, სასურველი სტუმარია. 



ნინუცა საკუთარი რესპოდენტების მიმართ პირდაპირობით გამოირჩევა. არაერთი სელებრითის არასწორი ქცევა, ნინუცას მხრიდან ობიექტური კრიტიკის საფუძველი ბევრჯერ გამხდარა. 

Rating
Rating


ბეჭდვა