29 ოქტომბერი, 2018
ვისგან ელოდება ბავშვს გუკა რჩეულიშვილის ყოფილი ცოლი და რა ურთიერთობა აქვს ნუცა კუხიანიძეს ლელა კილაძესთან?
მსახიობს და რჩეულიშვილების ყოფილ რძალს, ნუცა კუხიანიძეს, ინტერვიუები და საჯარო ადგილებში გამოჩენა არასდროს უყვარდა, თუმცა, გუკა რჩეულიშვილთან დაშორების შემდეგ, მას თითქმის ვერსად შეხვდებით. აღარც ფილმში უთამაშია.

ნუცა კუხიანიძე და გუკა რჩეულიშვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ. ნუცა ქალიშვილთან, კატო რჩეულიშვილთან ერთად საცხოვრებლად ატლანტაში გადავიდა. მაშინ გავრცელდა ჭორები, რომ წყვილის ოჯახი ლელა კილაძის გამო დაინგრა, მართალია, თავდაპირველად ამ ამბავს გუკაც, ლელაც და ვახტანგ რჩეულიშვილიც უარყოფდა, მაგრამ ჭორები გამართლდა და პატიმარი გიგი უგულავას ცოლი, გუკა რჩეულიშვილზე დაქორწინდა.

როგორც
ვახტანგ რჩეულიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, ნუცა კუხიანიძეს რთული ხასიათი ჰქონდა და ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა.


Rating

„დრო შეიცვალა, ტემპი შეიცვალა ამ ცხოვრებაში. ისე იწყობენ ცხოვრებას, როგორც უნდათ. ნუცა ძალიან მძიმე ხასიათის გოგოა და ეტყობა, ვეღარ გაუძლეს. მათი დაშორების მიზეზი ფინანსური პრობლემები არ გამხდარა. მაგრამ, ოჯახში რომ არ გაქვს მოგვარებული ფინანსური მხარე, ეს ყველაფრის სათავე ხდება მერე. ნუცას საერთოდ არ აინტერესებს ფული, ჩაცმა. მას აინტერესებს წასვლა, მოსვლა, კინოში, გასართობად. ფული არ აინტერესებს, მაგრამ ფულის გამოყენება – კი. ძალიან არამერკანტილური, სხვანაირი გოგოა. ეს ფინანსურმა პრობლემებმა კი არ შექმნა, მაგრამ გაამწვავა. გუკაში გამოიწვია ნერვიულობა, დაძაბულობა – ეს ხომ ფაქტია. ამიტომაც ვამბობ, ყველა ოჯახს შიგნით თავისი პრობლემები აქვს.

Rating

მე სულ ვამაყობდი ნუცათი, მისი გარეგნობით, ადამიანობით, მაგრამ ლელა სხვა ტიპია. ბავშვობიდან იდეალური, არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს. ლელა ბევრად უფრო თბილია ურთიერთობაში, გამოხატვაში. ნუცა უფრო ცივია, მაგრამ ამავე დროს, რომ გაგიჭირდება, ნუცაც გვერდში დაგიდგება ყველაფერში და ლელაც. მე ბედნიერი ვარ, რომ ნუცა კატოს დედაა და იმედია, ასევე, ბედნიერი ვიქნები, რომ ლელა ჩემი პატარა შვილიშვილის დედაა“, - აცხადებდა გუკა რჩეულიშვილის მამა ერთ-ერთ ინტერვიუში.

Rating


ამბობენ, რომ ნუცა კუხიანიძემ ქმართან დაშორება და ქმრის ღალატი რთულად გადაიტანა, თუმცა, დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა, ის ამერიკიდან თბილისში დაბრუნდა და ახალი სიყვარული იპოვა.

ნუცას შეყვარებული მუსიკალური დიჯეი ბაჩო ჭალაძეა. წყვილის ურთიერთობა უკვე თითქმის ორ წელიწადს ითვლის და თავს ჰარმონიულად გრძნობენ.

Rating

უფრო მეტიც, ნუცა კუხიანიძე ორსულად არის და ამას აღარ მალავს. მსახიობმა ინსტაგრამზე საყვარელ მამაკაცთან და მის მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, ერთ-ერთ ფოტოზე ნუცას მუცელი ეტყობა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნუცა 5 თვის ორსულია.

როგორც ჩანს, წყენამ და გულისტკივილმაც გაუარა. ის ყოფილ ქმართან და ლელა კილაძესთანაც მეგობრობს.

Rating

ბეჭდვა