17 აგვისტო, 2018
"მოგვენატრები, მაგრამ მჯერა მანდ უკეთ იქნები!"
მსა­ხი­ო­ბი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშ­ვი­ლი დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სა­დარ­ბა­ზოს ლიფ­ტში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მსა­ხი­ო­ბი 40 წლის იყო.

ინ­ფორ­მა­ცია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­უ­დას­ტუ­რეს. უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოთ­ქვა­მენ სამ­ძი­მარს მისი მე­გობ­რე­ბი:

"არ ვიცი რა ვთქვა... ძა­ლი­ან ძა­ლი­ან მე­წყი­ნა, შენ­ნა­ი­რი კე­თი­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნის უდ­რო­ოდ წას­ვლა... გვიყ­ვარ­ხარ და მოგ­ვე­ნატ­რე­ბი.. უფალ­მა გა­ა­ნათ­ლოს შენი სული" - წერს მსა­ხი­ო­ბი
ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი.

"ზუზუ იყო სუფ­თა და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ძა­ა­ლი­ან მე­წყი­ნა, კი­დევ ვერ ვი­ჯე­რებ" - წერს მო­დე­ლი თამო ვაშა­ლო­მი­ძე.

"რამ­დე­ნი რა­მის თქმა მინ­და... რო­გორ გატ­კი­ნეთ! სი­ტყვე­ბი მო­დის და იყი­ნე­ბა, წე­რის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევს, თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ, ემის სიმ­ღე­რას რომ ვმღე­რი, სულ შენ მახ­სენ­დე­ბი... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მანდ შეხ­ვდე­ბი და მაგ­რად "გა­აფ­რენთ"... მოგ­ვე­ნატ­რე­ბი, მაგ­რამ მჯე­რა, მანდ უკეთ იქ­ნე­ბი!" - წერს მომ­ღე­რა­ლი ქრის­ტი­ნე მარ­ტი­აშ­ვი­ლი.

"რა­ნა­ი­რე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი - ვი­თომ სო­ცი­ა­ლუ­რე­ბი, კა­ი­ტი­პე­ბი. ვა­ზი­ა­რებთ ჩვენს სი­ხა­რულს - რო­გორ ვმოგ­ზა­უ­რობთ, რო­გორ მი­ვაღ­წი­ეთ წარ­მა­ტე­ბას კა­რი­ე­რა­ში თუ რო­გორ გაგ­ვი­მარ­თლა შვი­ლებ­სა და სიყ­ვა­რულ­ში და ამ დროს, შენს მე­გო­ბარს, რო­მელ­საც აღარ გა­უ­მარ­თლა, ვინ იცის, რა ტკი­ვა, რა აწუ­ხებს. ვხე­დავთ, რომ რა­ღაც ისე არ არის, მაგ­რამ ახლა სხვის­თვის არ გვცა­ლია, ხვალ, ზეგ, მერე მივ­ხე­დავთ. ხვალ აღარ იქ­ნე­ბა. ან, ვინ იცის, რა იქ­ნე­ბა. დიდი ხა­ნია, ასე არა­ვის სიკ­ვდი­ლი არ მტკე­ნია. უბე­დუ­რი ბიჭი იყო ზუზუ, გზა­აბ­ნე­უ­ლი, სულ რომ თვა­ლებ­ში გი­ყუ­რებ­და. ბო­ლოს რომ ვნა­ხე, არ მე­ცა­ლა, არა­ვის ეცა­ლა. იქ­ნებ, რა უნ­დო­და..." - წერს PR-მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვი­ლი.
ბეჭდვა