13 აგვისტო, 2018
ნინო თოლორდავას და გიორგი დავითაიას ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა - ვინ არის ჟურნალისტის რჩეული
თბილისში რომ არაფერი იმალება, ახალი ამბავი არავისთვის არის, მითუმეტეს ჭორების მოყვარულებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვის ცხოვრებაში ქექვა უყვარს, თუმცა, ჟურნალისტ ნინო თოლორდავას ისე დაენგრა ერთი ოჯახი და ისე შექმნა მეორე, რომ ამის შესახებ ცნობილი თავად მისი ფეისბუქის პირადი გვერდიდან გახდა. 

ნინომ მისი დაქორწინების შესახებ სოციალურ ქსელში შაბათს დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა. ამ სიახლეს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. 

"რეიტინგმა" სცადა ნინო თოლორდავას ჩაწერა, მაგრამ მან ინტერვიუზე უარი გვითხრა. 

Rating

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჟურნალისტის ქმარი ბიზნესმენი გიორგი დავითაიაა,
მას ბიზნესი სხვადასხვა ქვეყანაში აქვს. 

წარსულში ისიც დაქორწინებული იყო, თუმცა, წლების წინ ოჯახი დაანგრია. გიორგი დავითაიას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

Rating
Rating

რაც შეეხება მისი და ნინოს ურთიერთობას, ჩვენი წყაროს ცნობით, ნინოს და გიორგის სიყვარული ერთი წლის წინ დაიწყო. 

შეგახსენებთ, ნინო თოლორდავა ერთხელ იყო დაქორწინებული, მისი ქმარი ზაზა ხაზალია გახლდათ, წყვილს ჰყავს ერთი ვაჟი, რომელიც ამერიკაში სწავლობს და კალათბურთელია. 

Rating

ნინოს და ზაზას სამაგალითოდ მყარი ოჯახი ჰქონდათ, შესაბამისად მისი დანგრევა განსაკუთრებით შოკისმომგვრელი იყო გარემომყოფებისთვის. 

Rating


ბეჭდვა