10 აგვისტო, 2018
"გამარჯობა მეგობრებო, მეც ძალიან გამიცრუვდა იმედი" - ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი "ბასიანის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ბასიანის" რეზიდენტი დიჯეები მოსკოვში დაუკრავენ, ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება.

"ბასიანის" დიჯეების ამ გადაწყვეტილებას და კლუბის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე. მის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ.

"გამარჯობა მეგობრებო.

კომენტარები შემხვდა, თითქოს ტყუილა ვიდექით 12-13 მაისს გარეთ. ჰოდა, არ დაგვავიწყდეს იქ დგომის მიზეზი.

პირადად მე, გარეთ გავედი მთავრობის თავზე გადაჯმის გასაპროტესტებლად.

მეც ძალიან გამიცრუვდა იმედი. მაგრამ ამ
იმედგაცრუებას პროტესტის მთავარი იდეის დავიწყების საშუალებას ნუ მივცემთ.

და + 12-13 მაის გავიცანი იმაზე მეტი სწორი და კაი ტიპი, ვიდრე ერთად აღებული 20 წლის მანძილზე. ესეც, იმ დღეების ბონუსი", - წერს გეგუჩაძე. 


ბეჭდვა