23 ივლისი, 2018
ლაშა ტალახაძის გრანდიოზული ქორწილის დეტალები - ახალგაზრდა სპორტსმენს დაქორწინება კახა კალაძემ, დავით ნარმანიამ და ჩემპიონებმა მიულოცეს
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე რამდენიმე თვის წინ ანი დემურიაზე დაქორწინდა. წყვილი საქორწინო მოგზაურობაშიც იმყოფებოდა, მათ თაფლობისთვე მალდივებზე გაატარეს, გუშინ კი გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.

ანი დემურია და ლაშა ტალახაზე ერთმანეთს პირველად ორი წლის წინ, ბათუმში შეხვდნენ.

Rating

მათი სიყვარულის ამბავი დიდხანს იყო საიდუმლო და ფაქტობრივად მაშინ გაჟღერდა, როცა წყვილი დაინიშნა.

ანის და ლაშას ქორწილში თითქმის ყველა სპორტსმენმა მოიყარა თავი. სტუმრებს შორის იყვნენ ზაზა ფაჩულია, გენო პეტრიაშვილი, რამაზ ნოზაძე, ლადო ხინჩეგაშვილი, გიორგი ასანიძე და სხვები.

Rating

ახალგაზრდა სპორტსმენს დაოჯახება
ქალაქის მერმა, კახა კალაძემ პირადად მიულოცა.

Rating

ლაშა ტალახაძის ქორწილში მოქმედ მერთან ერთად, სტუმრად იყო ყოფილი მერი დავით ნარმანიაც, მან ქორწილში განსაკუთრებულად სენაკელების სადღეგრძელო თქვა. 

ანი დემურიამ და ლაშა ტალახაძემ ხელი ღია ცის ქვეშ მოაწერეს, შემდეგ კი სტუმრებმა დარბაზში გადაინაცვლეს.

Rating

საღამო მომღერალმა ლაშა ღლონტმა გახსნა. მღეროდნენ "ქართული ხმები", გიორგი სუხიტაშვილი, რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელიც სპორტსმენის ბავშვობის მეგობარი ყოფილა და სხვები. სადღესასწაულო სუფრის თამადა სპორტსმენების ექიმი ზურა კახაბრიშვილი იყო. რაც შეეხება ზურა კახაბრიშვილის ქალიშვილს - ანანოს, მას ქორწილში ულამაზესი ყვითელი კაბა ეცვა და, შეიძლება ითქვას, ბრწყინავდა. 

Rating

Rating

ქორწილი ტორტის გარეშე წარმოუდგენელია, წყვილმა ულამაზესი და უზარმაზარი საქორწინო ტორტი გაჭრა, რის შემდეგაც გრანდიოზული ფეირვერკით აღნიშნეს დაქორწინება. საღამო ბენდმა "ნიუტონმა" დაასრულა.
ბეჭდვა