20 ივნისი, 2018
ნინი გრძელიშვილის მორიგი წარმატება - მოდელის სხეული საუკეთესოდ დასახელდა
სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელმა, ნინი გრძელიშვილმა მორიგი წარმატება მოიპოვა.

მან ბულგარეთში გამართულ სილამაზის კონკურსზე, "Miss International Tourism -2018", მიიღო მონაწილეობა, სადაც უამრავ გოგონას შორის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

გარდა ამისა, ის გახდა საუკეთესო სხეულის მფლობელი და BEST BODY-ის ნომინაციის გამარჯვებული.

ნინი გრძელიშვილს ფულადი პრიზები და საგზური გადაეცა.




ბეჭდვა