10 ივნისი, 2018
მოდელი სოფო ლუხუტაშვილი ბიზნესმენზე გათხოვდა - ქორწილი, რომელმაც მთელი თბილისი აალაპარაკა (+ფოტო, ვიდეო)
ლალი ტოტიკაშვილის სამოდელო სააგენტოს მოდელი, სოფო ლუხუტაშვილი გათხოვდა. მისი და ბიზნესმენ დავით კოპაძის რამდენიმე-წლიანი „ლავ სთორი“ დასრულდა ულამაზესი ქორწილით, რომელზეც დღეს მთელი თბილისი ლაპარაკობს.

სოფომ და დავითმა ქორწილი ღია ცის ქვეშ, ზურაბ წერეთლის მონუმეტთან „მეფეთა სავანეში“ გადაიხადეს, ქორწილში უამრავი სტუმარი იყო მიწვეული. წინასწარ იყო განსაზღვრული დრეს-კოდი, ბიჭებს ძირითადად ფრაკები, ხოლო გოგონებს კოქტეილის კაბები ეცვათ. პატარძალს ქორწილში ავთანდილის კაბა ეცვა.

Rating

ქორწილის რეჟისურაზე ბაკურ ბაკურაძემ იზრუნა. როგორც ბაკურაძემ სოც-ქსელში დაწერა, მან შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ისეთ ქორწილზე იზრუნა, რომელიც
ქვეყნის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და თუ სტუმრების შეფასებებით ვიმსჯელებთ, ეს ალბათ გამოუვიდა კიდეც, რადგან ინტერნეტში ყველა ამ ქორწილზე წერს.

Rating

ქორწილის გაფორმებაზე მოძრაობის და პანტომიმის თეატრის მსახიობები ზრუნავდნენ, ღონისძიებას რამდენიმე კამერით და ოთხი დრონით იღებდნენ. გარშემო ყველაფერი ულამაზესი ორქიდეებით და ვარდებით იყო გაფორმებული.


რაც შეეხება საქორწინო ტორტს, ის შვიდმეტრიანი გახლდათ და ისევე როგორც საქორწინო ინტერიერი, ტორტიც ვარდებით და ორქიდეებით იყო გაფორმებული.


გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის საერთო ღირებულება დაახლოებით 250 000 ლარი დაჯდა. თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

იხილეთ ვიდეო:


ბეჭდვა