06 ივნისი, 2018
"მაგარი მურტალი სანახავი იყო" - ია ფარულავა სამეფო ქორწილში ქართველი ჟურნალისტების ჩაცმულობას აკრიტიკებს
სამეფო ოჯახის ქორწილის სტუმარი მსახიობი ია ფარულავაც გახლდათ. ფარულავას პრინც ხუანის და ქრისტინე ძიძიგურის ქორწილში დოლჩე და გაბანას კაბა ეცვა.

ქორწილიდან დაბრუნებულმა ია ფარულავამ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და ქართველი ჟურნალისტები სამეფო ქორწილში ჩაცმულობის გამო გააკრიტიკა.

„ულამაზეს ქორწილში ვიყავი, სადაც ვიხილე ულამაზესი წყვილი ქრისტინე და ხუანი. ნაღები საზოგადოება ევროპიდან და საქართველოდან და რა თქმა უნდა, იყო ესპანური პრესა – სპეციალურად ჩამოსული ამ ქორწილის გასაშუქებლად.

ულამაზესად ჩაცმული შესაფერისი პროტოკოლით და იყო ჩვენი პრესაც… ჯინსებში, ბოტასებში, გახუნებულ
მაისურებში… მაგარი მურტალი სანახავი იყო, ვიღაცას უნდა ეთხოვა მათთვის ჩაცმის პროტოკოლი, ალბათ?“- წერს ფარულავა.

მსახიობის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. 
ბეჭდვა