04 ივნისი, 2018
როგორი სამოსი ეცვათ ქართველ სელებრითებს სამეფო ქორწილში (ფოტოები)
მცხეთაში გუშინ სამეფო ჯვრისწერა გაიმართა. პრინცმა ხუან იოანე ბაგრატიონმა და ქრისტინე ძიძიგურმა ოჯახი ოთხი წლის წინ შექმნეს, თუმცა, ჯვრისწერა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

Rating

ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, ქართველი სელებრითებიც სტუმრობდნენ, რომლებიც ამ დღისთვის ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ.

Rating

სტუმრებს შორის იყვნენ ია ფარულავა, გენო მალაზონია, ქრისტინე იმედაძე, ირმა შარიქაძე, ნინო იოსელიანი და სხვები.
ქრისტინე იმედაძემ სამეფო ქორწილისთვის ავთანდილის კაბა მოირგო.

ანა მარგველაშვილმა კი ახალი სამოსი ამ დღისთვის ნამდვილად არ შეიკერა, კომბინიზონი, რომელიც ანას ქორწილში ემოსა, მის
ტანზე ადრეც გვაქვს ნანახი. 


ირმა შარიქაძემ კი საკუთარი ბრენდის "ირმა დე ფლორის" წითელი კაბა მოირგო და წყვილს მისი დიზაინით შექმნილი საჩუქარი აჩუქა.

გენო მალაზონიამ კი ბევრი არ იფიქრა და ტრადიციულ სამოსში გამოეწყო.



ბეჭდვა