20 მაისი, 2018
კახა კალაძე და ანუკა არეშიძე მეოთხე შვილს ელოდებიან
თბილისის მერსა და დედაქალაქის პირველ ლედის მალე მეოთხე შვილი შეეძინებათ. ცნობილ წყვილს 3 შვილი ჰყავს, სამივე მათგანი ბიჭია. ცოტა ხნის წინ დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მათ ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატება.
კახი კალაძემ სოც. ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ის ორსულ ცოლს მუცელზე ეფერება.

Rating

ინსტაგრამის "Follower"-ები კომენტარებში ულოცავენ კახისა და ანუკის ამ სასიამოვნო სიახლეს.
"რა მაგარია, გილოცავთ", "გილოცავთ, ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოთ, ერთი პრინცესა კი დაგამშვენებდათ", "თქვენნაირმა წყვილმა, მართლაც რომ უნდა გაამრავლოთ ერი", - წერენ
კომენტარებში.

Rating

ანუკი არეშიძე რამდენიმე დღის წინ, შვილებთან ერთად იტალიაში გაემგზავრა, სადაც მას მეუღლემაც ჩააკითხა.
მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა