19 მაისი, 2018
უსიმპატიურესმა მორაგბემ და უმშვენიერესმა მოდელმა ჯვარი დაიწერეს (ფოტოები)
ცნობილმა ქართველმა მორაგბემ ლაშა ლომიძემ და მოდელმა ანა შელიამ ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერის ფოტოები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ლაშას და ანას თითო-თითო მეჯვარე ჰყავდათ. ლაშას მეჯვარე მისი ბავშვობის მეგობარი, ქუთაისელი მორაგბე გაგი ბაზაძეა. ანას მეჯვარე კი ჩვენთვის უცნობი გოგონაა.

გაგი ბაზაძემ რამდენიმე დღის წინ თავადაც იქორწინა.

ლაშას და ანას ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის, წყვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, ისინი ლონდონში ერთად ცხოვრობდნენ, დღეიდან კი ოფიციალურად ექნებათ ცოლ-ქმრის სტატუსი.

"რეიტინგი" უმშვენიერეს წყვილს ბედნიერებას უსურვებს. 


ბეჭდვა