15 მაისი, 2018
"მაკას შვილიც ისეთივე შვილია, როგორც ლიას და მარინას შვილი" - ნანიკო ხაზარაძის პასუხი მაია კაჭკაჭიშვილს და სხვა კრიტიკოსებს
„რეიტინგის“ მიერ მოპოვებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მაკა ზამბახიძის ქალიშვილი „იქს ფაქტორში“ ვერ მოხვდა, გუშინდელ გადაცემაში გამართლდა. სალომემ პროექტი ნანიკო ხაზარაძის გადაწყვეტილებით დატოვა და ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურებებიც მოჰყვა.

სალომეს გამოსვლა კომპოზიტორმა მაია კაჭკაჭიშვილმაც გააზიარა და შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა.


„არ შეარცხვინე დედა სალომე პირიქით აამაყე მერწმუნე ტყუილად არ ვისვრი სიტყვებს !!!! მეც ვამაყობ რომ ჩემი მეგობრის შვილი ხარ ვისითაც ჩაგანაცვლეს ის გოგო ბევრი ამეცადინოს ნანიკომ, რომ შენი ერთი ბგერა გააჟღეროს, ბავშვს არაფერს
ვერჩი... ჩვენთან პროფესიონალების დეფიციტია გიხაროდეს რომ ჩაგანაცვლეს ესეიგი მაგარი ხარ და ბევრს მიაღწევ მე და ჩემი ოჯახი შენს გვერდით ვართ წინ და წინ, ეს იყოს სტიმული დიდი წარმატებისაა.

„რეიტინგი“ ნანიკო ხაზარაძეს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, ნანობს თუ არა ის პროექტიდან სალომე ჩიტაძის გაშვებას.

- მარტო სალომე ჩიტაძის დედა არის აქტუალური? სხვა ბავშვებს დედები არ ყავთ? ყველა დედა გამორჩეული და უნიკალურია, ამიტომ კომენტარს აღარ გავაკეთებ ამ საკითხზე. მაკას შვილიც ისეთივე შვილია, როგორც ლიას და მარინას შვილი.

- ნანობ თუ არა პროექტიდან სალომეს, როგორც კონკურსანტის გაშვებას, რადგან ამას სოციალურ ქსელში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა...

- მაგ ბავშვის გარდა 6 ბავშვი გავუშვი სახლში. გაცნობიერებული მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და არაფერს ვნანობ. მიხიარია, რომ მაგარი გუნდი მყავს.

- მაია კაჭკაჭიშვილმა გირჩიათ, სალომე რომელი კონკურსანტითაც ჩაანაცვლეთ, ის ბავშვი კარგად ამეცადინოთ, სალომეს ერთი ბგერა მაინც რომ გააჟღეროს, წაიკითხეთ კაჭკაჭიშვილის პოსტი?

- არ მინახავს, რა დაწერა კაჭკაჭიშვილმა. გადაეცით მაია კაჭკაჭიშვილს, რომ ვამეცადინებ მაგ ბავშვს.

ბეჭდვა