14 მაისი, 2018
ვასო ფხაკაძემ და ლიკუნა მეტრეველმა ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ქორწილი პარიზში გადაიხადეს (ფოტოები)
ვასო ფხაკაძემ და ლიკუნა მეტრეველმა ჯვარი დაიწერეს. წყვილმა ქორწილი საფრანგეთში, კერძოდ პარიზში გადაიხადა.

წყვილმა ჯვარი პარიზის ქართულ ტაძარში დაიწერა და წვეულებაზე ულამაზესი თეთრი ტორტიც გაჭრეს.



ლიკუნას ქორწილში სადა ცისფერი კაბა ეცვა. კაბის ერთი დეტალიც ბრჭყვიალა ფაქტურით იყო შექმნილი.


ჯვრისწერის ცერემონიალის შემდეგ, ლიკუნამ და ვასომ მეგობრები ერთ-ერთ რესტორანში მიიწვიეს. წვეულებისთვის ლიკუნამ კაბა გამოიცვალა.





შეგახსენებთ, ლიკუნას და ვასოს ოჯახური თანაცხოვრება 4 წელიწადს ითვლის, მათ ორი შვილიც ჰყავს.
ლიკუნა ქმარზე 13 წლით უმცროსია. ის მოდელია და ქართველი დიზაინერების ჩვენებებშიც
აქტიურად მონაწილეობს.

ბეჭდვა