26 მარტი, 2018
კემეროვოში მომხდარ ტრაგედიას სოფიკო შევარდნაძე ეხმაურება - "ფედერალურმა არხებმა სამაუწყებლო ბადე ეროვნული ტრაგედიით არ შეცვალეს. ვწუხვართ"
რუსეთში, კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ვლადიმერ პუჩკოვის თქმით, გარდაცვლილთაგან ამოიცნეს 15 ადამიანი. არიან დაკარგულებიც, რომელთა პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მინისტრის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის დამწვარი კონსტრუქცია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს და მაშველები ახლა სიცოცხლეს რისკავენ.

ტრაგედიას გამოეხმაურა სოფიკო შევარდნაძე:

"ამაზე საშინელი არაფერი შეიძლება იყოს, არაფერი! ყველა მასშტაბით შემზარავი კატასტროფა. და ის, რომ ფედერალურმა არხებმა სამაუწყებლო ბადე ეროვნული ტრაგედიით არ შეცვალეს, მომხდარს კიდევ უფრო მეტ ტრაგიზმს
მატებს. ვწუხვართ", - წერს შევარდნაძე საკუთარ Instagram-ზე.

Rating






















პოსტს გამოხმაურება მოჰყვა სოც. ქსელის მომხმარებლების მხრიდანაც:

"საშინელება. ჯოჯოხეთი დედამიწაზე";

"და როდის ცვლიდნენ სამაუწყებლო ბადეს? საფენებისა და საფაღარათო საშუალებების რეკლამაზე მედია უარს არ იტყვის. სიბრიყვე, სიძუნწე, დაუდევრობა რუსეთის ცხოვრების ნებისმიერ სფეროში";

"იცით, ცოტა ხნის წინ გუდაურში ინციდენტი მოხდა, მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა საქართველოში დიდი ხმაური იყო. აქ კი ასეთი ტრაგედია დატრიალდა და ბავშვებზე პასუხისმგებელი არავინაა";

"ყველგან ასეთი მხიარული რეკლამები რატომ გადის. ფული მსოფლიოს მართავს";

"საქართველო გლოვობს".


ბეჭდვა