14 მარტი, 2018
გიგა კვენეტაძის ცოლი უმძიმეს დაავადებას ებრძვის
პოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებელი გიგა კვენეტაძე 10 წლის წინ, მოსკოვში წავიდა და ყველაფერი ნულიდან დაიწყო. სანამ საქმეშიც და პირადშიც წარმატებას მიაღწევდა, დიდი გზა გაიარა. დიდ ესტრადაზე რეკომენდაცია ქეთა თოფურიამ გაუწია.

ოჯახიც რუსეთში შექმნა, ჰყავს ერთი ვაჟი და ეროვნებით რუსი ცოლი. მარიანა კარამოვა საქართველოშია გაზრდილი. გიგასა და მარიანას ოჯახი, წელიწადნახევრის წინ, დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მარიანას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს...

- თქვენს პატარა ოჯახზე გვიამბეთ, როგორი ქმარი და მამა ხართ?

- ალბათ კარგი მეოჯახე დადგა ჩემგან, რადგან ოჯახზე
ძალიან ვზრუნავ. ჩემი ცოლ-შვილი მიყვარს, ვაფასებ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ თავი დაცულად იგრძნონ.

ჩემი მეუღლე პროფესიით ექიმია, სამწუხაროდ, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გვქონდა დიდი პრობლემები. მაგრამ ისე გადავლახეთ, არავისთვის არაფერი მითქვამს.

ჩემს მეუღლეს ლეიკემია აღმოაჩნდა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა რეაბილიტაციის კურსს გავდივართ.

- როდის დადგინდა დიაგნოზი?
- წლინახევრის წინ, როცა საქართველოში ჩამოვედით, შემთხვევით შევიტყვეთ და სამ დღეში უკან გამოვბრუნდით.

- ახლა როგორ გრძნობს თავს თქვენი ცოლი?

- ახლა ყველაფერი კარგადაა. მარიანას გადაადგილება შეუძლია, მაგრამ 1 და 2 წელი არ ეყოფა იმისთვის, რომ ადამიანი დაბრუნდეს იმ ეტაპზე, რასაც სრულად ჯანმრთელი ჰქვია.

ჟურნალი "სარკე"
ლანა კიკნაძე

Rating

ბეჭდვა