13 მარტი, 2018
ანუკი არეშიძე სახის კანის მოვლის საიდუმლოს ამხელს
დიზაინერი ანუკი არეშიძე საკუთარ თაყვანისმცემლებს სახის კანის მოვლის საიდუმლოს უზიარებს. შესაძლოა, გაგიკვირდეთ - თბილისის პირველი ლედი, უმშვენიერესი ანუკი, სახის კანს კვერცხის გულის ნიღბით უვლის.

ანუკის რეცეპტი ასეთია:


ავთქვიფოთ ერთი ცალი კვერცხის გული, დავუმატოთ 15 წვეთი ლიმონი. მიღებული მასა წავისვათ სახეზე და ნახევარი საათის შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ. შემდეგ 20 წუთის მანძილზე სახეზე დავიდოთ ყინულის ნატეხები და გავიკეთოთ მასაჟი.

ეს რეცეპტი უნდა გამოვიყენოთ კვირაში ერთხელ.

ბეჭდვა