01 მარტი, 2018
"ყოველი 10 კაციდან ექვსს ჯადო აქვს გაკეთებული" - როგორ გავიგოთ გვაქვს თუ არა ჯადო და როგორ განვთავისუფლდეთ მისგან
ჯადოსა და ავი თვალის შიში საქართველოში ოდითგანვე ჰქოდნათ. დღესდღეობით, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ცრურწმენაა, მაგრამ ჯადოს არსებობას მაინც ბევრი აღიარებს. ე.წ. ნათელმხილველების თქმით, ათასგვარი ჯადო არსებობს, მათ შორის უნაყოფობის და იმპოტენციის გამომწვევიც.

მიხეილ ცაგარელი: ჯადო ეს იგივე შავი მაგიაა. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც შავი მაგია იყენებს ხმების ვიბრაციას და ენერგეტიკას - პირველ რიგში, ქონისა და სისხლის ენერგეტიკას, რადგან ამ გზით უარყოფითი ენერგიის გადატანა ადვილად შეიძლება. შავი მაგიის მიმდევრები შელოცვებს აწარმოებენ ქონზე, დახოცილი ცხოველების
სისხლზე, თმაზე, რომელიც ინფორმაციის კარგი გადამტანია.
Rating

ეს არის დაბალი რანგის მაგია, მაგრამ არსებობს მაღალი რანგის მაგია, როდესაც ადამიანზე დისტანციური ზეგავლენა ხორციელდება, მაგალითად ფოტოსურათით. ყველა ვარიანტში მაგიის პრინციპი ერთია, ადამიანის დაბრკოლება, მისთვის სირთულეების შექმნა.

როგორ უნდა შევიტყოთ, რომ ადამიანი უარყოფითი ენერგიით არის შეპყრობილი? ასეთ ადამიანს სპეციფიური ნიშნები აქვს: სპეციფიური სუნი, ცუდი ფერის აურა და ჩამქრალი თვალები. სამწუხაროდ, ყოველი 10 კაციდან ექვსს შავი მაგია აქვს გაკეთებული.

Rating


ხშირად მეკითხებიან, როგორ შეიძლება ამ ბოროტების დაძლევა - მხოლოდ დადებითი ენერგიის დახმარებით.
მაგალითად მინერალების გამოყენებით, ბუნებასთან კონტაქტით, ასევე კარგია მიწის, წყლისა და ცეცხლის ენერგია. 

ვრცლად იხილეთ ჟურნალ "გზის" ახალ ნომერში
ბეჭდვა