28 თებერვალი, 2018
" მარტო სათნო და კაცთმოყვარე როლებს ვერ ითამაშებ" - ნინო გაჩეჩილაძის პასუხი კრიტიკოსებს
მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე მასზე გაბრაზებულ მაყურებელს პასუხობს. შეგახსენებთ, რომ მისმა პერსონაჟმა, რომელსაც ახლა სანდროსთან ფლირტი აქვს, მაყურებელი ძალიან გააღიზიანა.

სიყვარული თუ ვნება? #kato #sandro - დაწერა ნინომ სოციალურ ქსელში და ფოტო გამოაქვეყნა.

კუხალეიშვილი მაგდა: მაგარი ბანძი გახდა რა, აუცილებელია კატოს როლის შემსრულებელს ბოზის როლი ქონდეს?? სამარცხვინოა რაა უკვე უკეთესი მოიფიქრეთ, უკვე თვითონ მსახიობიც შემზიზღდა.

ნინო გაჩეჩილაძე:
კატოს როლის შემსრულებლის გვერდზე წერთ სხვათაშორის და მსახიობის პროფესია იმას ნიშნავს, რომ მარტო სათნო და კაცთმოყვარე როლებს ვერ ითამაშებ,
რასაც დაგავალებენ, ის უნდა შეასრულო - უპასუხა გაჩეჩილაძემ კრიტიკულ მაყურებელს. 




ბეჭდვა