22 თებერვალი, 2018
“არ მეგონა “რუსთავი 2"-სთვის მხოლოდ იუმორისტულ ჭრილში რომ განვიხილებოდი”- ნინო ჩხეიძე ნიკა გვარამიას დაუპირისპირდა
„საქართველოს ფანოღის“ გაგრძელება „რუსთავი 2“-ზე სახელად „მხოლოდ ქართული“. იგივე იდეის განხორციელება უჩვენოდ მაგრა ტეხავს“, – ამის შესახებ მომღერალი ნინო ჩხეიძე წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე, სადაც არხის ხელმძღვანელობას მუსიკალური პროექტის ერთგვარ პლაგიატობაში ადანაშაულებს.

აღნიშნული პოსტი ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ახალი მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართული”-ს ჟიურის წევრ სოფო ნიჟარაძესა და “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას. ნიკა გვარამია კომენტარში წერს, რომ ნინო ჩხეიძე არასდროს განიხილებოდა „რუსთავი 2“-ზე არც ერთი მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრად და იქვე დასძენს, რომ “ფანოღი”
იყო მხოლოდ გასართობი პროექტი – “კომედი არხზე”.

Rating
Rating
Rating
Rating
ბეჭდვა