15 თებერვალი, 2018
სოფო შევარდნაძის მამის გრანდიოზული დაბადების დღე და დეპუტატთან ერთად ამღერებული და აცეკვებული შევარდნაძეები
ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, სოფიკო შევარდნაძე რამდენიმე დღის წინ თბილისში დაბრუნდა. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი მამის, პაატა შევარდნაძის 60 წლის იუბილე გახდა.

პაატა შევარდნაძემ გრანდიოზული დაბადების დღე თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში გადაიხადა. იუბილარის დაბადების დღისთვის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

პაატა შევარდნაძესა და მის ოჯახს დაბადების დღის ორგანიზებაში დაეხმარა დეპუტატი ზაზა ხუციშვილი, რომელმაც საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა. კერძოდ, მის მეუღლესა და ქალიშვილს სიმღერა ჩააწერინა.

როგორც სოფოს ჩანაწერიდან ირკვევა, შევარდნაძეს "ბიტლზები" ძალიან უყვარს, ამიტომ ბიზნესმენის ქალიშვილმა დეპუტატთან ერთად, უკვდავი ჰიტი "Hey Jude"
ქართულ ენაზე ჩაწერა. 


იხილეთ ვიდეო:
ბეჭდვა