24 იანვარი, 2018
"მე ან სხვა ჩემნაირს რატომ არ უდებენ?" - ინდირა ჯგერნაიას სკანდალური პოსტი ნარკოპოლიტიკაზე
მომღერალი ინდირა ჯგერნაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელმაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

"მეზიზგებით ყველა, ვისაც ნარკოტიკთან შეხება გაქვთ, ბარიგაც და მომხმარებელიც ერთნი ხართ ჩემთვის, ვისაც ეგ ცხოვრება მოგწონთ კიდე არ მოგცილდეთ ეგეთები ირგვლივ.

ვაი თქვენს პატრონს რო ცხოვრებაში უფრო საკაიფო და მაგარი ვერა დაინახეთ რა!

იმას ჩაუდეს არ ითანამშრომლა, ჩაუდეს თორე კი არ მოიხმარდა, კარგით რაა ხალხო, ყოველი მეორე გაშტერებული და დადებილებული დადის ქუჩაში, ეს გინდოდათ და მიიღეთ, დატკბით რო აღარ გაჩნდება ჯანსაღი სიცოცხლეები ,სულ მალე
საქართველოს რო საკაცეთი აღარ ეყოლება და ნელ ნელა რო გადავშენდებით!" - დაწერა ჯგერნაიამ.

ინდირა ჯგერნაიას მოსაზრებას მხარდამჭერებიც გამოუჩდნენ და მოწინააღმდეგეებიც. ქრისტინა მარტიაშვილმა კომენტარებში დაწერა, რომ ბახალა არარსებული ნარკოტიკის გამო დაიჭირეს, ინდირამ კი უპასუხა, რომ ბახალა მის სტატუსში არ იგულისხმებოდა.

ინდირა ჯგერნაია:
მე ან სხვა ჩემნაირს რატომ არ უდებენ? ვინც ეწევა და ვინც მოიხმარს, იმათ ემართებათ ასეთი ბინძური ამბები. იცხოვრეთ ჯანმრთელად, ვინმე რამეს გაკადრებთ!

დავით ოდიკაძე:
თუ ჯანმრთელად არ ვცხოვრობ ჯანმრთელად, სხვას აქვს უფლება ზეწოლა მოახდინოს? ან ჩაუდოს, ან დაიჭიროს? პირიქით, სარეაბილიტაციო კლინიკები უნდა გახსნან და დაეხმარონ გამოჯანმრთელებაში. როდის იყო ნარკომან ავადმყოფს, კაცს თუ ქალს, ციხე ასწორებდა?

ინდირა ჯგერნაია: ხოდა ნუ მოწევთ, ნუ გადაყლაპავთ და არ დაგჭირდებათ რეაბილიტაცია. ციხე ყველას უხდება რატომღაც, მარტივად აგდებენ მერე. წესიერი მიდგომით ვერ აგებინებ დაბნელებულ გონებას, არასწორს კი მოყავს გონზე უცებ!!
ბეჭდვა