15 იანვარი, 2018
ანა მარგველაშვილი მაკა ჩიჩუას სიძის მეგობარს გაუმიჯნურდა
ანა მარგველაშვილის და გიგი ჩიჩუას დაშორების შესახებ, ჭორები დიდი ხნის წინ გავრცელდა. ინფორმაციამ პრესაშიც კი გაჟონა, მაგრამ პრეზიდენტის ქალიშვილს გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ანა მარგველაშვილის და ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოები გავრცელდა. გაჩნდა ეჭვები, რომ სწორედ ეს ახალგაზრდა გახლავთ პრეზიდენტის ქალიშვილის ახალი სიყვარული. 

მამაკაცი, რომელსაც ანა ფოტოში კოცნის, მაკა ჩიჩუას სიძის ძმაკაცი და ანა მარგველაშვილის მეგობარი მიხეილ თათრიშვილია.

მიხეილ თათრიშვილი ცოტა ხნის წინ, დაკავებულიც გახლდათ, ანა მეგობრის დაკავებას ხმამაღლა
აპროტესტებდა, თათრიშვილი სასამართლომ გაამართლა და მალე გაათავისუფლა. 

ანამ ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და მეგობრები საკმაოდ ორაზროვან კომენტარებს უწერენ. 

გადაიზარდა თუ არა ანას და მიხეილ თათრიშვილის მეგობრობა სიყვარულში, მალე გავიგებთ. 


Rating
Rating
Rating
ბეჭდვა