15 იანვარი, 2018
"უმნიშვნელოვანეს ფაქტებზე ვისაუბრე და არ აჩვენეს" - მარიამ კუბლაშვილი "იმედს" უპირისპირდება
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და "ტელეიმედს" უპირისპირდება.

"მინდა მადლობა გადავუხადო იმედის კვირის სიუჟეტს ჩემი 40 წუთიანი ინტერვიუს და ექსკლუზივის, პირდაპირ თემირლანის საძინებელი ოთახიდან, წამიერი გაშუქებისთვის, ბრავო, აი, სამართლიანობა და ნამდვილი ობიექტურობა!

უმნიშვნელოვანეს ფაქტებზე ვისაუბრე და არ აჩვენეს, უბრალოდ არ აჩვენეს!!! მაგ ფეისბუქით მანიპულირებას და ღირსების შებღალვას სამძიმრის ნაცვლად ვერ გაპატიებთ!" - წერს კუბლაშვილი.
ბეჭდვა