20 ოქტომბერი, 2017
ია ფარულავას დიეტა, რომლის წყალობით მსახიობმა წონაში საგრძნობლად დაიკლო
ია ფარულავა საკუთარი გამორჩეული სილამაზის გამო, ბავშვობიდან იქცევს ხალხის ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ წლები ვერაფერს აკლებს, უფრო მეტიც, ის უფრო და უფრო ლამაზდება.

ია ფარულავამ ბოლო დროს საკმაოდ დაიკლო წონაშიც და როგორც "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ამას დიეტის და ვარჯიშის მეშვეობით მიაღწია.

ია ფარულავას დიეტა ასეთია:

დილით, მარილიან წყალში მოხარშული 5 სუფრის კოვზი შვრიის ფაფა და უშაქრო ყავა.

1 საათი ველოსიპედზე ვარჯიში.

2 საათზე ერთი ვაშლი

4-5 საათისთვის დიდი ულუფა ხორციანი სალათი

საღამოს ერთი ქილა მაწონი.

ბეჭდვა